უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

რიდი: ღმერთის კი არა, ნაძირალას ხელი იყო [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა დიეგო მარადონამ ინგლისელთა კარში ხელით გატანილ გოლზე თქვა, რომ ეს მისი კი არა, ღმერთის ხელი იყო. "სამი ლომის" მაშინდელმა ნახევარმცველმა პიტერ რიდმა მარადონას მიერ პიტერ შილტონის კარში შეგდებული ორი დიდებული ბურთი ასე გაიხსენა:

"იმ მომენტში დიეგო მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორმე, ნებისმიერი ხერხით დავემარცხებინეთ. ეს არ იყო "ღმერთის ხელი", ეს მატყუარა ნაძირალას ხელი იყო. შემდეგ კი ჩემის აზრით, ყველა დროის საუკეთესო გოლი გაიტანა. 30 წელი გავიდა და ეს ვერ მიმინელებია.

შემეძლო პლანეტის საუკეთესო
ფეხბურთელი შემეჩერებინა. სულ მესიზმრება ის ეპიზოდი. ნორმალურად ძილს ვერ ვახერხებ".

რიდი "ევერტონის" შემადგენლობაში ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 1985 წელს კი ინგლისის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ასევე დაგაინტერესებთ