მარადონას შვილი: ჩემს მამას კვარაცხელია ეყვარებოდა, რადგან...

AutoSharing Option
ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო მარადონა-უმცროსმა რადიო Kiss Kiss-ის ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"კლუბმა სატრანსფერო ფანჯრისას რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა. ძალიან მომწონს მაცოკი, მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენს გუნდს დაეხმაროს. პერესი კარგი მცველია, შემთხვევით კი არ არის არგენტინის ნაკრების წევრი, მაგრამ სამცველიან დაცვაში თამაშსაა მიჩვეული. ვნახოთ, რა გამოუვა. რაც შეეხება დენდონკერსა და ტრაორეს, დროა საჭირო, რომ გავიგოთ, როგორ გამოადგებიან გუნდს.

ოსტიგარდის გასხვისებას აპირებენ? ვერ გავიგე, რატომაა ასეთი სიტუაცია. ჩვენ, ნეაპოლელებს, ყოველთვის გვავიწყდება, ვინ იხარჯება ბოლომდე, ასე იყო
თვით იგუაინის შემთხვევაში.

ვინ მოეწონებოდა მამას? ქართველი კვარაცხელია ეყვარებოდა, ვინაიდან მას მოსწონდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც გულშემატკივრების გახალისება და ბურთთან "მეგობრულად მოპყრობა" შეუძლიათ. რა თქმა უნდა, მამას ხვიჩა ეყვარებოდა, როგორც ძალიან დიდი ფეხბურთელი".

მკითხველის კომენტარები / 13 /
გამომძვრალან, გამომძვრალან, სხვადასხვა სახელით ერთი და იგივე ძველის ძველი სიმღერით. კარგის ნიშანია)))
გიორგი
17:23 27-01-2024
3
ყველაფერი კარგია თუ რეალობას თვალს გაუსწორებ და ვირტუალურ სივრცეში არ გადავარდები.
მარკი
13:44 27-01-2024
3

სიახლეები პოპულარული