"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" ფორმა ჯამში 79 შეხვედრაში მოირგო და 24 გოლი გაიტანა.

ჩვენებური ჯერჯერობით იტალიურ გუნდში მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს და გუნდის ყველა დროის ბომბარდირებში ტოპ 20-სგანაც კი შორს არის.

სამაგიეროდ, ტოპ 10-ს 17 გოლი აშორებს ვიქტორ ოსიმენს და ის ჯერჯერობით მე-13 პოზიციას იკავებს. ნიგერიელმა "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ 124 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 72-ჯერ აიღო.

"პარტენოპეის" ყველა დროის ბომბარდირთა ათეული ასე გამოიყურება:

1) დრის მერტენსი - 148 გოლი 397 შეხვედრაში
2) ლორენცო ინსინიე - 122 გოლი
434 შეხვედრაში
3) მარეკ ჰამშიკი - 121 გოლი 520 შეხვედრაში
4) დიეგო მარადონა - 115 გოლი 257 შეხვედრაში
5) ატილა სალუსტრო - 108 გოლი 269 შეხვედრაში
6) ედინსონ კავანი - 104 გოლი 138 შეხვედრაში
7) ანტონიო ვოიაცი - 103 გოლი 193 შეხვედრაში
8) კარეკა - 96 გოლი 221 შეხვედრაში
9) გონსალო იგუაინი - 91 გოლი 146 შეხვედრაში
10) ჟოზე ალტაფინი - 89 გოლი 224 შეხვედრაში
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველაზე კაი მაჩვენებელი კავანის ჰქონია!
გგგ
01:44 12-03-2024
1
შედეგიანობით კავანი გამოდის ყველაზე მაგარი,ჩატარებული მატჩებიდან. საშუალოდ ყოველ მატჩში 0.75გოლი
დავით 67
16:13 10-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული