უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ეკტორ კუპერი: მოჰამედ სალაჰი ურუგვაისთან მატჩისთვის მზად იქნება

AutoSharing Option
ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეკტორ კუპერმა განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰი ურუგვაისთან მატჩისთვის სათამაშოდ მზად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის დროს მიიღო.

ეგვიპტისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის შეხვედრა 15 ივნისს გაიმართება.

"სალაჰი მკურნალობს, ვარჯიშებს აკეთებს, რომლებიც არა მარტო რეაბილიტაციისთვის, არამედ ფორმის შესანარჩუნებლადაც სასარგებლოა. ის ყველაფერს აკეთებს სიტუაციიდან გამომდინარე. ჯერჯერობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე კარგად მიდის. ის 8 ან 9 ივნისს შემოგვიერთდება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და პრაქტიკულად, დარწმუნებულები ვართ, რომ ურუგვაისთან მატჩისთვის ის მზად იქნება", -
თქვა კუპერმა.

altმუნდიალი. A ჯგუფი: რუსეთი ოცნებობს - "ოღონდ სალაჰი არა!"

altურუგვაიმ სამუნდიალო შემადგენლობა დაასახელა