მუნდიალი. A ჯგუფი: რუსეთი ოცნებობს - "ოღონდ სალაჰი არა!"

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო ფორუმი 14 ივნისს რუსეთისა და საუდის არაბეთის დაპირისპირებით გაიხსნება.

A ჯგუფში შემდეგი გუნდები ასპარეზობენ: რუსეთი, საუდის არაბეთი, ურუგვაი და ეგვიპტე.

ამ ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილი იქნებოდა, ეგვიპტეს მოჰამედ სალაჰი რომ არ ჰყოლოდა, თუმცა ეგვიპტელი ფარაონი, დიდი ალბათობით, მუნდიალზე იქნება და რუსი ქომაგისთვის ეს ამბავი არცთუ ისე სასიხარულოა. რა თქმა უნდა, ეგვიპტისთვის მთავარი მიზანი მეორე ადგილისთვის ბრძოლა იქნება და ჯგუფიდან გასვლა.

ფსიქოლოგიურად ამ ჯგუფში ყველაზე რთული ამოცანა რუსეთს აქვს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი
მათთან ტარდება და ჯგუფიდან ვერგასვლა წარმოუდგენელ ამბებს გამოიწვევს.

არადა, ისეთი გუნდიც არა ჰყავთ, რომ რაიმე გარანტირებული ჰქონდეთ. ადგილობრივი ქომაგი მეორე ადგილზე ფიქრობს. ამ კონკურენციის პირობებში არ ჰგონიათ ჯგუფში პირველი ადგილი შესაძლებელი. თუმცა მთავარი თავის ტკივილი მოჰამედ სალაჰია, რაც მათ ჯგუფში ჩარჩენით ემუქრება.

ჯგუფის ფავორიტი ურუგვაის ნაკრებია, რომელსაც საკმაოდ ვარსკლავური შემადგენლობა ჰყავს და პირველ ადგილს, დიდი ალბათობით, ვერავინ შეეცილება.

საუდის არაბეთის შანსები კი ყველაზე მცირეა და აუტსაიდერობისთვის არის განწირული, თუმცა, თუ სალაჰი არ იქნება, ეგვიპტესთან გარკვეული შანსები მიეცემათ.

რუსეთი
მთავარი მწვრთნელი - სტანისლავ ჩერჩესოვი
ფიფას რეიტინგი - 66 ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა - 10-ჯერ (საბჭოთა კავშირის ჩათვლით)
საუკეთესო მაჩვენებელი - მე-4 ადგილი, 1966 წელი (საბჭოთა კავშირი)
გუნდის ვარსკვლავი - იგორ აკინფეევი (მოსკოვის ცსკა)

შემადგენლობა:

მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), ვლადიმირ გაბულოვი ("ბრიუგე", ბელგია), სოსლან ჯანაევი ("რუბინი"), ანდრეი ლუნევი ("ზენიტი")

მცველები: ვლადიმი გრანატი ("რუბინი"), რუსლან კამბოლოვი ("რუბინი’), ფიოდორ კუდრიაშევი ("რუბინი"), ილია კუტეპოვი ("სპარტაკი"), რომან ნოიშტადტერი ("ფენერბახჩე", თურქეთი), კონსტანტინ რაუში ("დინამო"), ანდრეი სემენოვი ("ახმატი"), იგორ სმოლნიკოვი ("ზენიტი"), მარიო ფერნანდესი (ცსკა)

ნახევარმცველები: იური გაზინსკი ("კრასნოდარი"), ალექსანდრ გოლოვინი (ცსკა), ალან ძაგოევი (ცსკა), ალექსანდრ იეროხინი ("ზენიტი"), იური ჟირკოვი ("ზენიტი"), რომან ზობნინი ("სპარტაკი"), ალექსანდრ სამედოვი ("სპარტაკი"), ანტონ მირანჩუკი ("ლოკომოტივი"), ალექსანდრ ტაშაევი ("დინამო"), დენის ჩერიშევი ("ვილიარეალი", ესპანეთი)

თავდამსხმელები: არტიომ ძიუბა ("არსენალი"), ალექსეი მირანჩუკი ("ლოკომოტივი"), ფიოდორ სმოლოვი ("კრასნოდარი"), ფიოდორ ჩალოვი (ცსკა)

საუდის არაბეთი
მთავარი მწვრთნელი - ხუან ანტონიო პიცი
ფიფას რეიტინგი - 67-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა - 4-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი - 1994 წელს 1/8-ფინალი
გუნდის ვარსკვლავი - მუჰამედ ალ-საჰლავი (ალ-ნასრი)

შემადგენლობა: 

მეკარეები: ასაფ ალ-კარნი ("ალ-იტიჰადი") მოჰამედ ალ-ოვაისი ("ალ-აჰლი"), იასერ ალ-მოსაილემი ("ალ-აჰლი"), აბდულა ალ-მაიუფი ("ალ-ჰილალი").

მცველები: მანსურ ალ-ჰარბი, საიდ ალ-მოვალადი, მოთაზ ჰავსავი ( "ალ-აჰლი"), იასერ ალ-შაჰრანი, ოსამა ჰავსავი, მოჰამედ ალ-ბურაიკი, მოჰამედ ჯაჰფალი, ალი ალ-ბულაიჰი ("ალ-ჰილალი"), ომარ ჰავსავი ("ალ-ნასრი").

ნახევარმცველები: აბდულა ალ-ჰაიბარი ("ალ-შაბაბი"), ალი ალ-ჰაიბარი ("ალ-ეტიფაკი"), აბდულა ოტაიფი, სალმან ალ-ფარაჯი, ნავაფ ალ-აბედი "ალ-ჰილალი"), ტაისირ ალ-ჯასიმი ("ალ-აჰლი"), ჰუსეინ ალ-მაფჰავი, მოჰამედ კანო, ჰატან ბაჰებრი"ალ-შაბაბი"), მოჰამედ ალ-კოვაიკაბი, სალემ ალ-დოსარი ("ვილაირეალი"), იაჰია ალ-შერი ("ლეგანესი").

თავდამსხმელები: ფაჰად ალ-მუვალადი ("ლევანტე"), მოჰამედ ას-საჰლავი ("ნასრი"), მოჰანად ასერი ("ალ-აჰლი").

ეგვიპტე
მთავარი მწვრთნელი - ჰექტორ კუპერი
ფიფას რეიტინგი - 46-ე ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა - 2-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი - ჯგუფური ეტაპი
გუნდის ვარსკვლავი - მუჰამედ სალაჰი (ლივერპული)

შემადგენლობა:

მეკარეები: ესამ ელ-ჰადარი (ალ-ტავუნი), მოჰამედ ელ-შენავი, შერიფეკრამი (ორივე - ალ აჰლი), მოჰამედ ავადი (ისმაილი);

მცველები: აჰმედ ფათჰი, საად სამირი, აიმან აშრაფი (ყველა- ალ აჰლი), მაჰმუდ ჰამდი (ზამალეკი), მოჰამედ აბდელ-შაფი (ალ-ფათჰი), აჰმედ ჰეგაზი, ალი გაბრი (ორივე - ვესტ ბრომვიჩი), აჰმედ ალ-მუჰამადი (ასტონ ვილა), ქარიმ ჰაფეზი (ლანსი,), ომარ გაბერი (ლოს ანჯელეს გალაქსი), ამრო ტარეკი (ორლანდო);

ნახევარმცველები: თარექ ჰამედი, მაჰმუდ აბდელ აზიზი (ზამალეკი), შიკაბალა (ალ-რაედი), სემ მორსი (უიგანი), მოჰამედ ელნენი (არსენალი), კაჰრაბა (ალ-იტიჰადი), რამადან ზობჰი (სტოკი), მაჰმუდ ტრეზეგე ჰასანი (ქასიმფაშა), ამირ ბარდა (ატრომიტოსი);

თავდამსხმელები: მარვან მოჰსენი (ალ-აჰლი), აჰმედ გომაა (ალ-მასრი), აჰმედ ჰასან კოკა (ბრაგა), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), აბდელაჰ საიდი (კუპსი).

ურუგვაი
მთავარი მწვრთნელი - ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი
ფიფას რეიტინგი - მე-17 ადგილი
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა - 12-ჯერ
საუკეთესო მაჩვენებელი - გამარჯვებული 1930 და 1950 წლებში.
გუნდის ვარსკვლავი -ლუის სუარესი (ბარსელონა)

შემადგენლობა:

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა ("გალათასარაი"), მარტინ კამპანია ("ინდეპენდიენტე"), მარტინ სილვა ("ვასკო და გამა").

მცველები: მაქსი ფერეირა ("პორტო"), გილერმო ვარელა ("პენიაროლი"), დიეგო გოდინი ("ატლეტიკო"), სებასტიან კოატესი ("სპორტინგი"), ხოსე ხიმენესი ("ატლეტიკო"), მარტინ კასერესი ("ლაციო").

ნახევარმცველები: ნაიტან ნანდესი ("ბოკა ხუნიორსი"), ლუკას ტორეირა ("სამპდორია"), მატიას ვესინო ("ინტერი"), როდრიგო ბენტანკური ("იუვენტუსი"), კარლოს სანჩესი ("მონტერეი"), ჯორჯიან დე არასკაეტა ("კრუზეირო"), დიეგო ლაქსალტი ("ჯენოა"), კრისტიან როდრიგესი ("პენიაროლი"), ჯონათან ურეტავისკაია ("მონტერეი").

თავდამსხმელები: კრისტიან სტუანი ("ჟირონა"), მაქსი გომესი ("სელტა"), ედინსონ კავანი ("პსჟ"), ლუის სუარესი ("ბარსელონა").

შეხვედრები

14 ივნისი: რუსეთი - საუდის არაბეთი - მოსკოვი, ლუჟნიკის სტადიონი.
15 ივნისი: ეგვიპტე - ურუგვაი - ეკატერინბურგი, ეკატერინბურგის არენა
19 ივნისი: რუსეთი - ეგვიპტე - სანკტ-პეტერბურგი, სანკტ-პეტერბურგის სტადიონი
20 ივნისი: ურუგვაი - საუდის არაბეთი - როსტოვი, როსტოვ-ონ-დონი. 
25 ივნისი: ურუგვაი - რუსეთი - სამარა, სამარა არენა
25 ივნისი: საუდის არაბეთი - ეგვიპტე - ვოლგოგრადი, ვოლგოგრადის არენა

altროგორი სტადიონებით ხვდება რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატს? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ან ფიფას საიტზე არ ყოფილხართ ან ფიფას ფილმები არ გინახავთ?! ისინი რუსეთს აწერენ და რაც გინდა ის ქენით მესმის უსამართლობაა მაგრამ ფაქტია!
გენო
16:14 04-06-2018
0
2014 წელს ითამაშეს კიდევ სადაც ტუნისმა გამოაგდო....ხოლო 1994 წელს 80% უკრაინელი ფეხბურთელებით ანუ უკრაინაში
დაბადებულები და აგზირდილები: სალენკო,ციმდალარი იურანი ონოპკი ნიკიფოროვი ტერნავსკი...ასევე უზბეკეთიდან პიატნიცკი ...ესტონეთიდან კარპინი ბელორუსიდან გორლუკოვიჩI და პლიუს ამათ თეთრაძე .....ხოლო შესარჩევშI კიდევ მეტი იყო
უკრაინელები ( ბუნტი ს გამო არ წავიდნენ) ხოლო ცვეიბა ტრამვის გამო ...აი ეგეთI იყო რს ნაკრები ....)))) ახლა კი 2 გერმანელი და 1 ბრაზილიელი ყავთ ....მაგრამ უშველის კი ..)))
Auee
15:15 04-06-2018
2

სიახლეები პოპულარული