რუსეთის ნაკრების მცველის გეგმები: სუარესს ვუკბენ, სალაჰს კი რამოსის ილეთს ჩავუტარებ

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების 24 წლის მცველ ილია კუტეპოვს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებდა ის ლუის სუარესისა და მოჰამედ სალაჰის შეჩერებას.

როგორც იცით, მუნდიალის ჯგუფში რუსეთი ურუგვაისთან და ეგვიპტესთან ერთად იასპარეზებს.

"მეშინია სუარესის? რა თქმა უნდა, არა, რადგან თუ საჭირო გახდა, შემიძლია მას მეც ვუკბინო.

არანაირი შიში არ მაქვს არც სალაჰის მიმართ. როგორ შევაჩერო ის? ამის კარგი მაგალითი სერხიო რამოსმა გვაჩვენა.

მან გვანახა თუ როგორ უნდა გააჩერო ეგვიპტელი და ერთ-ერთი გეგმა ასეთიც იქნებოდა.

სალაჰმა სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და
მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.

ფეხბურთელი ყოველთვის ძლიერდება, როდესაც ასეთი გენიოსების წინააღმდეგ უწევს თამაში", - აღნიშნა კუტეპოვმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კუტეპოვ და სუარესს სად უნდა უკბინო იციი? რო გაამწარო ძაან?
შაკო
14:02 11-06-2018
0
ამას ურჩევნია ეგვიპტეში არ წავიდეს დასასვენებლად. :)
ქუთაისელი
21:14 10-06-2018
3

სიახლეები პოპულარული