შუათითი მუნდიალის გახსნაზე - რობი უილიამსი ჩვეულ სტილშია [VIDEO]

AutoSharing Option
14 ივნისს რუსეთში, მოსკოვში, "ლუჟნიკების" სტადიონზე, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გახსნაზე მოწვეულმა ბრიტანელი მომღერალმა რობი უილიამსმა პირდაპირ ეთერში შუათითი აჩვენა.

გახსნის ცერემონიაში, უილიამსის გარდა, ვენის სახელმწიფო ოპერის სოლისტი აიდა გარიფულინა და ბრაზილიელი რონალდო მონაწილეობდნენ.

Sportall.Ge

უილიამსმა გარიფულინასთან რამდენიმე სიმღერა შეასრულა და გამოსვლის ბოლოს კამერას შუათითი უჩვენა.

ვისი მისამართით იყო ეს ჟესტი, დაზუსტებით არავინ იცის, რობი უილიამსის გარდა, თუმცა თავად ორგანიზატორები ამბობენ, რომ მან ეს სამშობლოში მის კრიტიკოსებს მიუძღვნა.


შეგახსენებთ, რომ გახსნითი ცერემონიის შემდეგ პირველი მატჩიც
გაიმართა, სადაც რუსეთის ნაკრებმა საუდის არაბეთი ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

altრუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩში საუდის არაბეთი გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული