უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

სამპაოლი: ისლანდიას დავამარცხებთ და დავამტკიცებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისლანიასთან მატჩის წინ გააკეთა კომენტარი.

"ძალიან ველოდებით ტურნირის დაწყებას. კარგად მოვემზადეთ. ბოლო თვეში ყველა შესაძლებელი კომბინაცია დავამუშავეთ. მაგარი თამაში იქნება, მოვიგებთ და დავამტკიცებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს.

მესი შესანიშნავ ფორმაშია და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებას სულმოუთქმელად ელოდება. ვფიქრობ, ეს მის კარიერაში უკანასკნელი მუნდიალი არაა. ამას თავად გადაწყვეტს. ის გენიალურია და თქვენ ეს იცით".