ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის აზრით, არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარნენ.
არგენტინამ მეოთხედფინალში ნიდერლანდებს სძლია, ფინალში კი - საფრანგეთს.
"მართალი გითხრათ, ამაზე ბევრი საუბარი არ მინდა. თუ ვნახავთ, როგორ გაიტანა გოლები არგენტინამ და როგორ გავიტანეთ ჩვენ, ზოგიერთი არგენტინელი როგორ გადადიოდა ზღვარს და არ დასაჯეს, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.

მხედველობაში მაქვს, რასაც ვლაპარაკობ. მესი მსოფლიო ჩემპიონი უნდა გამხდარიყო? დიახ, მე ასე ვფიქრობ".
ჩაწყობილი ყოფოლა თურმე არგენტინის ჩემპიონობა. ))). ამიტომ დაარტყმევინეს საფრანგეთს ორი პენალტი ფინალში))) თვალის ასახვევად))) კოლომუანი კი გააფრთხილეს ე ბიჭო, ბოლო წამზე მომენტი გექნება და აბა შენ იცი, მეკარეს არ აჯობოო..))). მერე სია გადაუცია დეშამს სკალონისათვის ვინ რომელ კუთხეში დაარტყამდა პენალტს)))