"ნაპოლიმ" შეიძლება მსოფლიო ჩემპიონი დაიმატოს

AutoSharing Option
29 წლის საყრდენი ნახევარმცველი გვიდო როდრიგესი შეიძლება "ბეტისიდან" "ნაპოლიში" გადავიდეს.

Calciomercato-ს ცნობით, არგენტინელი სევილიურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს და კლუბს უნდა, 15 მილიონ ევროდ ახლავე გაყიდოს.

გვიდოს შეძენა გასული წლის ზაფხულში "მანჩესტერმა" ვერ შეძლო, ამჟამად კი მის გადაბირებას "ბარსელონა", "მილანი" და "ნაპოლი" ცდილობენ.

როდრიგესი "რივერ პლეიტის" აღზრდილია, 2020 წელს "ბეტისმა" მექსიკის "ამერიკასგან" 9 მილიონად შეიძინა, ნაკრებში 25 მატჩში 1 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გვიდო როდრიგესის დონის მოთამაშეებით ნაპოლი შორს ვერ წავა
გენა
07:35 14-06-2023
0
გვიდო კი არა ნეტავი ლუკა გაგნიძე იყიდონ ! მაგ ბიჭს ძალიან დიდი მომავალი აქვს და 1-2 წელში ლობოტკას კი არა ძალიან ბევრს აჯობებს საყრდენის ადგილზე ! ყველაფერი აქვს--მონდომება სისწრაფე მოედნის ხედვა და რაც მთავარია საყრდენისთვის--ბრძოლისუნარიანობა და დაუღლელობა ! ნეტავი ჯუღელმა მიხედოს გამოიყენოს თავისი კავშირები და მოაშოროს იმ ჭაობს!
zura222
21:03 13-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული