ისკო: რონალდომ რაც გააკეთა, იმის მერე არ ველაპარაკები

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ისკომ "რეალში" თავის თანაგუნდელს, კრიშტიანო რონალდოს ბოიკოტი გამოუცხადა, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

"კრიშტიანოზე არ მკითხოთ. რაც მან ჩაიდინა რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ არ ველაპარაკები.

რონალდოს საჯარიმოების რეალიზაცია მაღალ დონეზე არ აქვს, მაგრამ როცა ფორმაშია... პირველმა ორმა გოლმა მას თავდაჯერება შემატა და ჰეთ-თრიკის მოტივაცია მისცა", - თქვა ისკომ Cadena SER-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა, სადაც რონალდომ 3 გოლი გაიტანა.

altდიდი მატჩი: რონალდო - ესპანეთი 3:3 [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისკო ეტყობა ანდაზებში მაგრად ჭედავს. ეტყობა არ გაუგია ამას, "ისეთ ხუმრობას რა ვუთხარიო..." :D
დათო
14:50 20-06-2018
0

სიახლეები პოპულარული