სერხიო რამოსი: ლიონელ მესი დიეგო მარადონაზე სინათლის წელიწადით წინ დგას

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის აზრით, ლიონელ მესი არგენტინისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ვიდრე დიეგო მარადონა იყო.

"ყველამ, მათ შორის, არგენტინელებმაც, იციან, რომ ლიონელ მესი დიეგო მარადონაზე სინათლის წელიწადით წინ დგას. 

ისტორიაში საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია", - აღნიშნა რამოსმა.

32 წლის ფეხბურთელს ირანთან მატჩის შეფასებაც სთხოვეს.

"ბედნიერები ვართ, რომ ჯგუფიდან გასვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ახლა უნდა ვცადოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.

ვფიქრობ, ყველა ასპექტში მომატება შეგვიძლია", - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის
ნაკრებმა ირანი 1:0 დაამარცხა.

altმუნდიალი 2018: ესპანეთმა ირანი არადამაჯერებელი თამაშით, გაჭირვებით დაამარცხა [VIDEO]

altლოპეტეგის "რეალის" მწვრთნელად დანიშვნაში გადამწყვეტი როლი სერხიო რამოსმა ითამაშა

altრამოს, მისმინე, ძმაო... - მსოფლიოს ერთ-ერთი მძიმეწონოსანი ფეხბურთელი "რეალის" მცველს მიმართავს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩემი აზრით, არ შეიძლება ასე გარჩევა, ვინ ვიზე უკეთესია. აქ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა, მათმა თანაგუნდელებმა და კიდევ ძალიან ბევრმა შექმნეს ფეხბურთი. ეს სპორტის გუნდური სახეობაა და ზოგს გარინჩა მოსწონს და ზოგს დი სტეფანო.
: )))))))
26 ივნისი 2018 11:25
0
მესი ისტორიაში საუკეთესოა, ვინც ამას ვერ ხედავს ის ფეხბურთის გაგებაში არ არის.
Nikoloz
21 ივნისი 2018 22:47
11
გეტყოვა შენ მაგრად გაუგე ფეხბურთს, ბურთმა ვერ გაგიგო.
emigranti
22 ივნისი 2018 03:00
0
მესი ისტორიაში საუკეთესოა.
sake
21 ივნისი 2018 16:20
14
შეიძლება ისტორიაში კი არის მაგარი, მაგრამ ფეხბურთში კი დიდი ვერაფერია
mamuka
22 ივნისი 2018 07:39
3
მაგარი კია, მარა ისტორიკოსი თუ იყო ნამდვილად არ ვიცოდი:)
emigranti
22 ივნისი 2018 02:59
0
მესი მარადონასთან ახლოსაც ვერ მივა!იმიტომ კი არა რომ კლასით ჩამორჩება,არამედ იმიტომ რომ ის სიდიადე არ აქვს რაც დიეგოს ჰქონდა!მან 1986 წელს მარტომ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი,გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო გოლი!ხოლო 1990 წელს გუნდს ფინალში გაუძღვა!მარტო ბეაზილიასთან მისი გენიალური პასი კანიჯაზე რად ღირს!მესი?დიდებული ფეხბურთელია უდავოდ!მაგრამ აგერ კაცი მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატს თამაშობს და დასამახსოვრებელი ჯერ არა უქნია რა!
Alex.F.
21 ივნისი 2018 15:14
1
ვისაც მარადონა საქმეში არ უნახავს იმისთვის მესია მაგარი. მაგრამ მესი რაც არ უნდა მაგარი იყოს ის ვერასდროს გაუტოლდება ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც იყვნენ კემპესი, ბრაიტნერი, კრუიფი, პლატინი (და მარადონაზე აღარაფერს ვამბობ)რომლებიც მარტო ქმნიდნენ ამინდს მოედანზე! ( მაპატიონ პელეს, გარინჩას,პუშკაშის და ეუსებიოს ფანებმა, უბრალოდ მე მათი თამაში არ მინახავს!)
kkk
22 ივნისი 2018 00:33
1
რა თქმა უნდა, მარადონა გვახსოვს ყველას თავისი ,,ღმერთის ხელით'' და დოპინგებით. ციხე მავიწყდებოდა. რას იზამ, ზოგი ფეხბურთით გვამახსოვრებს თავს და ზოგიც . . .
ნათია
21 ივნისი 2018 17:55
8
ამის ინტელექტს რუსულად ჰქვია: простой, как велосипедный мотор
bbb
21 ივნისი 2018 13:20
9
ამან თუ თქვა, მაშვინ...ხოოოოოოოოოოოოოო
%
21 ივნისი 2018 13:00
6
მარადონა მარტო არგენტინის კი არა,მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.
მესი
21 ივნისი 2018 12:22
4
ერთი შენ დგახარ ფერნანდო იეროზე წინ, შე ყასაბო, და მეორე მესია მარადონაზე მაგარი!
G.A.L.
21 ივნისი 2018 11:58
14

სიახლეები პოპულარული