სერხიო რამოსი: ლიონელ მესი დიეგო მარადონაზე სინათლის წელიწადით წინ დგას

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის აზრით, ლიონელ მესი არგენტინისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ვიდრე დიეგო მარადონა იყო.

"ყველამ, მათ შორის, არგენტინელებმაც, იციან, რომ ლიონელ მესი დიეგო მარადონაზე სინათლის წელიწადით წინ დგას. 

ისტორიაში საუკეთესო არგენტინელი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია", - აღნიშნა რამოსმა.

32 წლის ფეხბურთელს ირანთან მატჩის შეფასებაც სთხოვეს.

"ბედნიერები ვართ, რომ ჯგუფიდან გასვლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ახლა უნდა ვცადოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ.

ვფიქრობ, ყველა ასპექტში მომატება შეგვიძლია", - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის
ნაკრებმა ირანი 1:0 დაამარცხა.

altმუნდიალი 2018: ესპანეთმა ირანი არადამაჯერებელი თამაშით, გაჭირვებით დაამარცხა [VIDEO]

altლოპეტეგის "რეალის" მწვრთნელად დანიშვნაში გადამწყვეტი როლი სერხიო რამოსმა ითამაშა

altრამოს, მისმინე, ძმაო... - მსოფლიოს ერთ-ერთი მძიმეწონოსანი ფეხბურთელი "რეალის" მცველს მიმართავს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩემი აზრით, არ შეიძლება ასე გარჩევა, ვინ ვიზე უკეთესია. აქ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა, მათმა თანაგუნდელებმა და კიდევ ძალიან ბევრმა შექმნეს ფეხბურთი. ეს სპორტის გუნდური სახეობაა და ზოგს გარინჩა მოსწონს და ზოგს დი სტეფანო.
: )))))))
11:25 26-06-2018
0
მესი ისტორიაში საუკეთესოა, ვინც ამას ვერ ხედავს ის ფეხბურთის გაგებაში არ არის.
Nikoloz
22:47 21-06-2018
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული