ბრაზილიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერაფრით მოახერხეს, ხოლო კოსტა-რიკა აქცენტს ძირითადად კონტრშეტევებზე აკეთებდა. საბოლოოდ პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა.
მეორე ტაიმი ბრაზილიის ნაკრებმა ბევრად უკეთესად დაიწყო და "სელესაოს" შეტევები უფრო სახიფათო გახდა. რამდენჯერმე ბრწყინვალედ ითამაშა მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასმა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
78-ე წუთზე მსაჯმა ნეიმარის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო პენალტი დანიშნა, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ გადაწყვეტილება
კომპენსირებულ დროში ბრაზილიამ მაინც გატეხა კოსტა-რიკის ნაკრები. 91-ე წუთზე გამარჯვების გოლი კოუტინიომ გაიტანა, ხოლო 96-ე წუთზე ნეიმარმაც შეაგდო.
ბრაზილია-კოსტა რიკა 2:0
გოლი: 1:0 კოუტინიო (90+1), 1:0 ნეიმარი (96)
ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი - ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - პაულინიო, კაზემირო - კოუტინიო, ვილიანი, ნეიმარი - გაბრიელ ჟეზუში
კოსტა-რიკა (5-4-1): ნავასი - აკოსტა, გონსალესი, დუარტე, გამბოა, ოვიედო - ბორხესი, გუზმანი, ვენეგასი, რუისი - ურენა
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19:00 საათზე D ჯგუფში ისლანდია ნიგერიას შეხვდება, ხოლო 22:00 საათზე E ჯგუფში შვეიცარია სერბეთს დაუპირისპირდება.