მუნდიალი 2018: კოლუმბიის ნაკრებმა პოლონეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში კოლუმბიამ პოლონეთს 3:0 მოუგო.

ორივე გუნდი პირველ ტურში დამარცხდა, ამ შეხვედრას მათთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და პირველ ტაიმში ძალიან ფრთხილობდნენ. პოლონეთი მორცხვად უტევდა, კოლუმბია კი კონტრიერიშების მიტანას ცდილობდა და მისმა ცდამ შედეგი გამოიღო. ჯერ კუადრადოს ფლანგიდან გარღვევის შემდეგ გოლის გატანა შესნიმ არ დაანება, მერე კი ხამესის აწეულ ბურთზე მინამ დაასწრო მეკარეს და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში პოლონელები გადამწყვეტ შეტევაზე თავიდანვე ვერ გავიდნენ, თუმცა 58-ე წუთზე ლევანდოვსკი მინას გაექცა, მაგრამ დარტყმული ბურთი ოსპინამ აუღო. 70-ე
წუთზე კი კინტერომ ფალკაო შესნისთან პირისპირ გაიყვანა და შანსი ხელიდან არ გაუშვა, ხოლო შემდეგ ხამესის გადაცემით კუადრადო ერთი-ერთზე გავიდა შესნისთან და 0:3.

H ჯგუფი. კვირა. 24 ივნისი. ყაზანი. 42 873 მაყურებელი
პოლონეთი - კოლუმბია 0:3
გოლები: 0:2 მინა (40), ფალკაო (70), კუადრადო (75)

პოლონეთი: შესნი, პაზდანი (გლიკი 80), ბერეშინსკი (ტეოდორჩიკი 72), ბენდარეკი, რიბუსი, კრიხოვიაკი, ზელინსკი, გურალსკი, ლევანდოვსკი, კოვნაცკი (გროსიცკი 57)

კოლუმბია: ოსპინა, არიასი, მოჯიკა, მინა, სანჩესი, აგილარი (ურიბე 32), კუარდადო, როდრიგესი, კინტერო (ლერმა 73), ბარიოსი, ფალკაო (ბაკა 78)


altრობერტ ლევანდოვსკი: რა ვქნათ, მეტი არ შეგვიძლია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული