არგენტინის ნაკრებში ამბოხი "ჩაახშეს", აგუერო დასაჯეს, კარში დებიუტანტი არმანი ჩადგება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, კლაუდიო ტაპიას მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის გადაყენება სთხოვეს, მაგრამ მან უარი უთხრა.

ტაპიამ განაცხადა, რომ სამპაოლის კონტრაქტი 2022 წლის სექტემბრამდე აქვს გაფორმებული და თანაც, ნიგერიასთან გადამწყვეტი მატჩის წინ ვერ მოხსნიან. მან ჟურნალისტებს მხოლოდ ეს უთხრა და საუბრის გაგრძელება არ ისურვა.

მოკლედ, ამბოხი არ შედგა და თავდამსხმელ სერხიო აგუეროს, რომელმაც სამპაოლიზე თქვა, რაც უნდა ის ილაპარაკოსო, სამშაბათს არ ათამაშებენ.

altაგუერო სამპაოლის აკრიტიკებს: მაგას შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს


შემადგენლობას სამპაოლი დააყენებს და ცნობილი გახდა, რომ
კარში ვილი კაბალიეროს ნაცვლად ფრანკო არმანის ჩააყენებს. ცნობისათვის, 31 წლის არმანის ნაკრებში არასოდეს არ უთამაშია.

გუნდის ლიდერი ლეო მესი გუშინ 31 წლის გახდა და მშვენიერ ხასიათზე იყო. მან თქვა, რომ ისე არ უნდა პენსიაზე გავიდეს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არ გახდეს, მომავალი მუნდიალისას 35 წლის იქნება, მაშინ უფრო ძნელი იქნება ოცნების ასრულება და მათ გამარჯვებას მილიონობით თანამემამულე ელის.

არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს სანკტ პეტერბურგში ჩატარდება.

Sportall.Ge

altარგენტინელი მწვრთნელი: ლეო მესიმ შვიდი მწვრთნელი "მოინელა", ნაკრებიდან გასაგდებია

altტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს

altლეო მესის ფანი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს

მკითხველის კომენტარები / 10 /
საშინელი გუნდი დადგა და ამიტომაც დაამთავრა სავალალოდ! მესამე ჩემპიონატია სადაც მსოფლიო დონის ფეხბურთელი მესი,სრული არარაობაა! წინა მსოფლიოზე ნომერ პირველ ფეხბურთელად აღიარებით დამტკიცდა,რომ ტოტალიზატორი წყვეტს ყველაფერს!რას უნდა მიეწეროს მესის 10% თამაში?იყო კი ის ღირსი ნაკრებში თამაშის?ხომ არ გაუფუჭა ადგილი სხვას თავისი უღიმღამო თამაშით?ვისაც გიყვართ მესი და ამბობთ პირველი ფეხბურთელიაო,გეთანხმებით,მაგრამ არა ნაკრებში და ეს დაამტკიცა სამი მსოფლიო ჩემპიონატით,სიმართლე აღიარეთ!ამ უბედურ მწვრთნელს კი სამუდამოდ შეიძულებენ. მე კი რატომღაც მგონია,რომ ლგბტ პიროვნებაა,მანერები აქვს ასეთი!
damrtymeli
01 ივლისი 2018 13:29
0
ქვეყანას დიეგო სიმეონე გყავდეს და მწვრთნელის პრობლემა ასე მწვავედ გაწუხებდეს, ამისთანა მხოლოდ ჩვენთან მახსენდება, ცხონებული ფარსადანოვიჩი რომ ფედერაციაში გაამწესეს და არც ნაკრებისთვის და არც ქვეყნის უპირველესი გუნდისთვის ხეირიანი მწვრთნელი რომ არ გამოიძებნა... არგენტინელებს კი უამრავი კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავთ მთელს მსოფლიოში მიმოფანტული და თავისთვის ყველაზე რეგვენს იტოვებენ ხოლმე... ერთხელ დიდ დიეგოსაც კი გაუხაზირეს მწვრთნელობა - ამაზე არასერიოზული მიდგომა უბრალოდ წარმოუდგენელია... მარადონამ თავადვე აღიარა - ვისთვის რა უნდა მესწავლებინა, ყველას ვუთხარი - რაც იცით, ის ითამაშეთო... აემ სამპაოლიმაც, ალბათ, დიეგოს ტაქტიკა იხმარა და შესაძლოა, განავრცო კიდეც - თუ ეგრე არაფერი გამოვიდა, მაშინ რაც არ იცით, ის ითამაშეთო და სავარაუდოდ, ეს უფრო დაუჯდათ ჭკუაში მის შეგირდებს... შედეგად, ჩვენი "გენიოსა" კომენტატორებისთვისაც კი პირველივე წუთებიდანვე ნათელი შეიქნა, რომ არგენტინელების ტაქტიკა (ანუ, ტაქტიკის არქონა) განწირული იყო ხორვატიელებთან და ძალიან გამიკვირდება, ნიგერიელების დამარცხება რომ შესძლონ, რომლებიც თავის მხრივ იმაზე სუსტად გამოიყურებიან, ვიდრე ოდესმე...
მსქროლავი ტროლი
25 ივნისი 2018 15:46
1
"მაგი" :) რა კუთხურით დაიწყეთ წერა. "იგი", "ის"
Leonti
25 ივნისი 2018 14:23
1
ყოჩაღ აგუერო,რა კარგად უსწავლია ქართული ენის დიალექტები?!
სოსო
25 ივნისი 2018 10:17
0
))))) magis daweras vapirebdi
zuka
25 ივნისი 2018 13:16
0
ერთი მესიმ გაიტანოს და არგენტინამ მოიგოს! დიდი ფეხბურთელია, ვაღიაროთ. კულისებში რა ხდება, არავინ იცის. დაველოდოთ ხვალინდელ თამაშს!
მერაბი
25 ივნისი 2018 09:19
5
იმას თუ გავითვალისწინებთ რო ხორვატია ნახევარ გუნდს ასვენებს და ისლანდიას ერთით ნაკლები გოლით უნდა მოიგოს ვიდრე არგენტინამ მესის გოლი არაფერში ეყოფა რადგან ხორვატია იმდენს გაუშვებს რამდენსაც არგენტინა გაიტანს ნიგერიის დამარცხება უფრო ადვილია ტუ ხორვატების ისლანდიის მიერ რომელტაც პირველ ადგილს ვერაფერი დაემუქრება :D
ნოდო
25 ივნისი 2018 11:41
0
უკაცრავად ვარ, მაგრამ ცოტა ლიტერატურული ენით რომ დაწეროთ, ხომ შეიძლება ? მაგი არა, ეგ.
:)))
25 ივნისი 2018 09:01
1
თან ამავე საიტს თუ დავესესხებით, აგუეროს ეგ არ უთქვამს. მაშინ დაწერეს, რაც უნდა ის ილაპაკოსო. ახლა უწერიათ, რასაც უნდა იმას ილაპარაკებსო. მოკლედ, 2 სიტყვა ვერ თარგმნეს და გადმოსცეს, როგორც იყო ნათქვამი.
odala
25 ივნისი 2018 10:14
0
Midit Ra erti sampolis dedac I'm Braziliis fanebs samagiero gadauxadet romlebmac dagcines da minimum Braziliis nakrebs mainc mouget
giorgi
25 ივნისი 2018 08:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული