მარადონას სავარაუდოდ ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა-ნიგერიის მატჩისას ლეგენდარული დიეგო მარადონა მაგრად გულშემატკივრობდა თავის გუნდს, არაადეკვატურად იქცეოდა, თამაშამდე ნიგერიელ გოგონასთან ერთად იცეკვა, მესის პირველი გოლისას გიჟს დაემსგავსა, მერე ჩაეძინა, ხოლო როდესაც მარკოს როხომ გამარჯვების გოლი გაიტანა, მთლად არანორმალური გახდა და ვიღაცას ორივე ხელის შუა თითს უჩვენებდა. მას არ ესმოდა, რას ელაპარაკებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ ის შეუძლოდ შეიქნა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც იუწყებიან, მას ნარკოტიკი გადაჭარბებული დოზით ჰქონდა მიღებული და წნევა დაუვარდა. ახლა დიეგო თავს უკეთ გრძნობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კერძო თვითმფრინავით
მოსკოვში გადააფრინეს.

Sportall.Ge

altდიეგო მარადონა არგენტინის გამარჯვებამ კინაღამ ჭკუაზე შეშალა

მკითხველის კომენტარები / 17 /
5 ძმაკაცი მომიკვდა წამლით.ახლა მაგათ ცოლ-შვილს უთხარი რომ ნარკოტიკი მავნე არა.
cheroeli
14:28 27-06-2018
1
კიდევ კაი მარადონა ლოთი არაა თორემ ხომ ღვინის აკრძალვასაც მოითხოვდით ზოგიერთები. :)) როცა ყველამ ვიცით რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი მარიხუანას ეწევა მათი ციხეში ჩასმა არაა გამოსავალი. ზომიერება უნდა იცოდეს კაცმა თორემ ალკოჰოლი არა ნაკლებ მავნეა.
irakli81
12:29 27-06-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული