კარლო ტავეკიო: კონტე არ უნდა გაგვეშვა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის კარლო ტავეკიოს თქმით, "სკუადრა აძურას" მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრა მისი ბრალია.

მისი განცხადებით, ფედერაციამ ანტონიო კონტეს გასამრჯელო 4 მილიონიდან 6,5 მილიონ ევრომდე არ გაზარდა, რის გამოც ის ლონდონის "ჩელსიში" წავიდა.

იტალიის ნაკრების დამრიგებელი კი ჯანპიერო ვენტურა გახდა, რომლის ხელშიც "სკუადრა აძურა" მუნდიალზე ვერ მოხვდა.

ტავეკიო მიიჩნევს, რომ კონტეს მწვრთნელობის შემთხვევაში, იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული