მუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა დაცვითი სტრატეგია აირჩია და ძირითად შემადგენლობაში 5 მცველი დააყენა. ჩერჩესოვმა თქვა, ინიციატივას მეტოქე არ დავუთმობთ, ბურთი კი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთო.

ფურია როხას ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია ღრმა დაცვაში ჩადგომა და მათმა თავკაცმა ფერნანდო იერომ ანდრეს ინიესტა თადარიგში დატოვა. სამაგიეროდ პირველად ათამაშა ძირითადში ასენსიო.

უკვე მე-12 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე სერხიო რამოსთან ბრძოლისას იგნაშევიჩმა ბურთს საკუთარი კარის
ბადეში მიუჩინა ადგილი და მასპინძლებს მთელი თავიანთი გეგმა ჩაეშალათ. ამის შემდეგაც გააგრძელეს სტუმრებმა ბურთზე კონტროლი, ერთი გუნდი ფეხბურთს თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა.

პირველი მომენტი რუსებს 34-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ გოლოვინმა ბურთი მიზანს ააცილა. ტაიმის დასასრულს კი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი პიკეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი ძიუბამ გამოიყენა.

altua-football.com: მახინჯურად მოთამაშე რუსეთი მეოთხედფინალში მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა გააღოღა


მოკლედ, პირველ ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა კი ჰქონდა ესპანეთს, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. პირველად ბურთი კარში 45-ე წუთზე დაარტყა, კუთხური კი 59-ე წუთზე ჩააწოდა.

დრო გადიოდა, ფურია როხა ვერაფრის შეცვლას ვერ ახერხებდა, ჩერჩესოვმა კი ჯერ სამედოვი ჩერიშევით, ხოლო შემდეგ ძიუბა სმოლოვით შეცვალა. იერომ საპასუხოდ დავიდ სილვას ნაცვლად მოედანზე ინიესტა, ტრავმირებული ნაჩოს ნაცვლად კი კარვახალი შეუშვა.

სტუმართა იერიშებს სიმწვავე აკლდა, დიეგო კოშტა მშრალ ულუფაზე იმყოფებოდა და მე-80 წუთზე ასპასმა შეცვალა. 85-ე წუთზე ინიესტას დარტყმული ბურთი აკინფეევმა მოიგერია, დამატებაზე კი ასპასს გოლის გატანა ისევ მეკარემ არ დაანება, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში შეცვლაზე შესულმა როდრიგომ თამაში კი გაამწვავა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი რუსებმა იმარჯვეს და მეოთხედგინალში გავიდნენ.



კვირა. 1 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი

რუსეთი - ესპანეთი 1:1 (პენ. 4:3)
გოლები: 0:1 იგნაშევიჩი (12, საკ. კარში), 1:1 ძიუბა (41, პენ)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, იგნაშევიჩი, კუტეპოვი, კუდრიაშოვი, ჟირკოვი (გრანატი 46), სამედოვი(ჩერიშევი 61), ზობნინი, კუზიაევი (ერიოხინი 98), გოლოვინი,  ძიუბა (სმოლოვი 65)

ესპანეთი: დე ხეა, ნაჩო, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, ასენსიო (როდრიგო 105), დავიდ სილვა (ინიესტა 67), ისკო, დიეგო კოშტა (ასპასი 80)

altფერნანდო იერო: ეს ჩავარდნა და ფიასკო არ იყო

მკითხველის კომენტარები / 62 /
ასეთ სამარცხვინო გავარდნას ჯობდა ჯგუფში ჩარჩენილიყავით
912
01 ივლისი 2018 20:56
1
ალბათ ამღამით დამესიზმრება, თუ როგორ შევდივარ ესპანელთა გასახდელში თამაშის შემდეგ,როგორ დავამწკრივებ ფეხბურთელ-მსაჯიან-მწვრთნელიანად და როგორ ვაგინებ ესპანურ-ქართულ-მეგრულად ამ კორუმპირებულ მამაძაღლებს....
სტატუს ქუო
01 ივლისი 2018 21:02
10
ვაი შენს პატრონს
შემთხვევით შემოსული
01 ივლისი 2018 21:18
11
ვისაც ჰგონია, რომ თუ ფავორიტი ვერ იგებს თამაშს, მაშინ კორუპცია არისო, ნამდვილად არაფერი გაეგება ფეხბურთში.
ჯანი რივერა
01 ივლისი 2018 21:18
6
მარტო ჩვენი მკუანა პატრიოტების წკმუტუნად ღირდა ამათი მოგება :)))
Odala
01 ივლისი 2018 21:05
23
ესპანეთოოოოო... გაბანძდიიიიიიი საცოდავოოოოო!!!!!!!!!!
Tbilisi
01 ივლისი 2018 20:58
4
წალეკა ფიფა კორუფციამ.აშკარად ჩანდა,რომ რუსებს თამაში ნაყიდი ჰქონდათ.ფუი თქვნი.
status quo
01 ივლისი 2018 20:54
17
ანტი ფეხბურთი ესპანელების შესრულებით. ბურთის "კატაობის" მოყვარულთა სრული კრახი ან ჩაწყობა. ვფიქრობ და მიზეზი ვერ ვიპოვე,თუ რატო ვერ უნდა მოუგოს ესპანეთმა ამ რუსეთის ნაკრებს და ვერაფერი ვიპოვე. სიმართლე ისაა,რომ ესპანელებს არ უნდოდათ გასვლა შემდეგ ეტაპზე,ყოველშემთხვევაში მე ეს ვერ დავინახე. უაზროთ გაკეთებული პასები,როცა მწვავე პასი იყო საჭირო კოკეს მხრიდან უკან გაკეტებული ძალიან ბევრი გადაცემა,ფაქტიურად ბოლო 5 წუთს თუ არ ჩავთვლით,კარში არ დაურტყამს ესპანეთს. ერთი კითხვა მაქვს და თუ იცით ვინმემ მიპასუხეთ: ესპანეთი რუსული გაზით მარაგდება?
ბარსელონა ერთი ფეხბურთელის კანტორა
01 ივლისი 2018 20:59
8
შედი ინტერნეტში და წაიკითხე. გაერკვიე შენით. გეტყვის ვიღაც, მარაგდებაო და მერე დააყენებ პატრიოტიზმის მტვერს ვიღაცის მონაყოლზე.
Odala
01 ივლისი 2018 21:16
10
ქართველ კაცს რუსეთის მოგება როგორ უნდა გაგიხარდეს, მაგრამ ამ ესპანელებმა რაც დაიმსახურეს ის მიიღეს, ამათმა ვერ გაიგეს ბურთის უაზრო წინ და უკან გორაობა თამაში რომ არ არის
ზიზუ
01 ივლისი 2018 20:52
3
მათხოვარო ესპანეთო გაზპრომის ფულს სუნი არ აქვს ხომ
megre
01 ივლისი 2018 20:50
17
ტიპები ისეთი დაბოღმილები არიან საიტზე იმენა ოფიციალურად გასკდნენ მიზეზი მარტივია რასაც რუსეთის ნაკრებმა უკვე მიაღწია საქართველოს ნაკრები ამის მეათედსაც ვერ უწევს მეორედ მოსვლაც რომ მოხდეს ეს კომენტარები არის სინდრომი რაოდენ პატარა კაცუნები ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ცხოვრობენ ამ მართლაც რომ ბედკრულ საქართველოში საცოდავები ხართ სარკეში რომ ჩაიხედებით ალბათ თქვენი სილუეტიც კი დაგცინით ბანძები ხართ უბრალოდ რა პრიმიტიული უხერხემლო კომენტარებია ცხოვრება არ აფასებს ესეთ დეგრადირებულ ურა პატრიოტული მოტივებით შეთღზულ ისტერიკებს მპოსტავ ადამიანებს
Allbert
02 ივლისი 2018 00:14
24
რა ხართ ესეთი განვითარებულები პატრიოტიზმი, რომ გეგოიმებატთ. საფეხბურთო თვალსაზრისით შესაHური სხვა ქვეყნებს უFრო მეტი აქვთ ვიდრე როსეთს თუნდაც იგივე ხორვატია. რუსეთის მოგება კი იმიტომ გვეწყინა რომ საზიზღარი ოკუმპანტი და მტერია
irakli81
02 ივლისი 2018 01:39
4
ჰაეს ალბერტჯან DDDDDDDDDDDDDDDD
megre
02 ივლისი 2018 00:58
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული