მუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა დაცვითი სტრატეგია აირჩია და ძირითად შემადგენლობაში 5 მცველი დააყენა. ჩერჩესოვმა თქვა, ინიციატივას მეტოქე არ დავუთმობთ, ბურთი კი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთო.

ფურია როხას ნახევარმცველმა, დავიდ სილვამ აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია ღრმა დაცვაში ჩადგომა და მათმა თავკაცმა ფერნანდო იერომ ანდრეს ინიესტა თადარიგში დატოვა. სამაგიეროდ პირველად ათამაშა ძირითადში ასენსიო.

უკვე მე-12 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე სერხიო რამოსთან ბრძოლისას იგნაშევიჩმა ბურთს საკუთარი კარის
ბადეში მიუჩინა ადგილი და მასპინძლებს მთელი თავიანთი გეგმა ჩაეშალათ. ამის შემდეგაც გააგრძელეს სტუმრებმა ბურთზე კონტროლი, ერთი გუნდი ფეხბურთს თამაშობდა, მეორე კი თამაშში ხელის შეშლას ცდილობდა.

პირველი მომენტი რუსებს 34-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ გოლოვინმა ბურთი მიზანს ააცილა. ტაიმის დასასრულს კი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი პიკეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი ძიუბამ გამოიყენა.

altua-football.com: მახინჯურად მოთამაშე რუსეთი მეოთხედფინალში მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა გააღოღა


მოკლედ, პირველ ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა კი ჰქონდა ესპანეთს, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. პირველად ბურთი კარში 45-ე წუთზე დაარტყა, კუთხური კი 59-ე წუთზე ჩააწოდა.

დრო გადიოდა, ფურია როხა ვერაფრის შეცვლას ვერ ახერხებდა, ჩერჩესოვმა კი ჯერ სამედოვი ჩერიშევით, ხოლო შემდეგ ძიუბა სმოლოვით შეცვალა. იერომ საპასუხოდ დავიდ სილვას ნაცვლად მოედანზე ინიესტა, ტრავმირებული ნაჩოს ნაცვლად კი კარვახალი შეუშვა.

სტუმართა იერიშებს სიმწვავე აკლდა, დიეგო კოშტა მშრალ ულუფაზე იმყოფებოდა და მე-80 წუთზე ასპასმა შეცვალა. 85-ე წუთზე ინიესტას დარტყმული ბურთი აკინფეევმა მოიგერია, დამატებაზე კი ასპასს გოლის გატანა ისევ მეკარემ არ დაანება, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში შეცვლაზე შესულმა როდრიგომ თამაში კი გაამწვავა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი რუსებმა იმარჯვეს და მეოთხედგინალში გავიდნენ.



კვირა. 1 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი

რუსეთი - ესპანეთი 1:1 (პენ. 4:3)
გოლები: 0:1 იგნაშევიჩი (12, საკ. კარში), 1:1 ძიუბა (41, პენ)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, იგნაშევიჩი, კუტეპოვი, კუდრიაშოვი, ჟირკოვი (გრანატი 46), სამედოვი(ჩერიშევი 61), ზობნინი, კუზიაევი (ერიოხინი 98), გოლოვინი,  ძიუბა (სმოლოვი 65)

ესპანეთი: დე ხეა, ნაჩო, პიკე, სერხიო რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, ასენსიო (როდრიგო 105), დავიდ სილვა (ინიესტა 67), ისკო, დიეგო კოშტა (ასპასი 80)

altფერნანდო იერო: ეს ჩავარდნა და ფიასკო არ იყო

მკითხველის კომენტარები / 62 /
შენ ფეხბურთის ყურებას თავი უნდა დაანებო და სჯობს ღვიძლის ფუნქცია გაისინჯო სასწრაფოდ სანამ არ დაგვიანდა.
Alex.F-ს
02 ივლისი 2018 17:22
3
ერთგვარი ტერმინი - ანტიფეხბურთი - ბრიყვი მწვრთნელების და მსგავსი მიმომხილველების მოგონილია. მარტივად რომ ვთქვა, ფეხბურთში ზოგადად ორი სტილია შემტევი და დაცვითი, ცოტა ისე ცოტა ასე ვითარებას არ ცვლის. ცნობილია, რომ ანტიფეხბურთში დაცვითი სქემას გულისხმობენ, ანუ, როცა მწვრთნელი გოლის არ გაშვებას ანიჭებს უპირატესობას და მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერი საშუალებით შეუზღუდოს მოწინააღმდეგეს ე.წ. "ნაღდი" ფეხბურთის თამაშის საშუალება. ამ ლოგიკით რა გამოდის? კანტე, მატიჩი, კაზემირო, მასკერანო, დაიერი და სხვა მათი ამპლუის მოთამაშე ანტიფეხბურთელია, ხოლო კონტე, მაურინიო და ალეგრი ფეხბურთის მტრები?
რუსებმა რაც დაგეგმეს შეასრულეს, გადაკეტეს ზონები და ფეხი არ გაანძრევინეს ესპანელებს. თავად ესპანელებმა რა დაგეგმეს, გაუთავებელი ბურთის გორაობა მოედნის ცენტრში? უკან პაესბი? დააკვირდით, ბუსკეტსი და კოკე 120 წუთი შეუცვლელად, ე.ი. იეროსაც ეშინოდა და ვერ გაბედა სილვა და ინიესტა ერთად? ანუ ორი ჩამშლელი შემოქმედებითი ფეხბურთის ზეიმია, ხოლო ძიუბას მიერ რამოსთან და პიკესთან მოგებული თითქმის ყველა მაღალი ბურთი ანტიფეხბურთი?
მტერი მტერია, მაგრამ წმინდა საფეხბურთო საკითხების მსგავს კონტექსტში განხილვა სიბეცეა და მეტი არაფერი.
goga
02 ივლისი 2018 14:28
4
აი მაგრად მაინტერესებს ამ რუსეთუმე კომენტარებს რო წერს ხალხი ამაში ფულს გიხდიან თუ რა პონტში წერთ?არც საფეხბურთო ლოგიკით და არც მორალური თვალსაზრისით რუსეთის გასვლა არ უნდა გიხაროდეთ მაგრამ რამ გაგაგიჟათ ვერ ვხვდები.ფაქტები ძალიან თვალშისაცემია დაწყებული იქედან ფიფამ რომ რუსეთს და მერე ყატარს მასპინძლობის უფლება მისცა ის ხალხი ყველა ამხილეს და ციხეებში არიან.ესეც გამოაშკარავდება ყველაფერი.აქ ერთერთმა თქვა ამერიკული პროპაგანდააო რო რუსეთი სუსტიაო არადა მთელი რუსეთის საფეხბურთო ელიტა და ჟურნალისტები ლანძღავდნენ ამ გუნდს.და კიდევ იმავე ადამიანმა დაწერა რო ამერიკელები ამბობენ ჰიტლერი და სტალინი მეგობრები იყვნენო.არადა მეგობარო მოლოტოვ რიბენტროპის პაქტი რო განახა უკეთესი იქნებოდა და დაინახავდი არა მათ შორის მეგობრობას არამედ მოკავშირეობას ღიას ყველა ასპექტში და მეგობარ ძმაკაცები იყვნენო არავინ ამბობს დედამოწაზე ეს უკვე სპეკულაციაა
რამ გაგაგიჟათ
02 ივლისი 2018 13:49
10
ვაი შენს პატრონს
შემთხვევით შემოსული
02 ივლისი 2018 17:15
2
საქმეც მაგაშია, რომ მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი ზედმეტად გაბუქულია სწორედ ამერიკელი პროპაგანდისტების მიერ. ორმა დამპყრობელმა გაინაწილა ტერიტორიები და დადო ხელშეკრულება თავდაუსხმელობის შესახებ, რომელიც ერთ–ერთმა დაარღვია და დაესხა მეორეს. თვითონ წაიკითხე კარგად და თუ წაკითხული გაქვს, ალბათ ამერიკული და ინგლისურიდან ნათარგმნი. ეს ყველაფერი კი თომა ჩაგელიშვილის ფილმში მოტანილია ისე, თითქოს ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს ხვდებოდნენ და ა.შ. სწორედ ამერიკელების დაკვეთაა ასეთი ფილმები.
მაგრამ, ეს საიტი სპორტულია და იმას შევეხები, თუ რაში იკვეთება კონკრეტულად ამერიკის პროპაგანდა მსოფლიო ჩემპიონატებზე: გუშინდელ თამაშს ვუყურე. დაცვითი ფეხბურთი ითამაშა და გაუმართლა, რადგან თავისზე ძლიერ ესპანეთთან სხვა შანსი არ ქონდა. ამერიკული პროპაგანდის გავლენა კი სწორედ იმაშია, რომ ასეთ თამაშებზე ყველაფერს შეთხზავენ, გაყიდული იყო, დოპინგი ქონდათ მიღებული და ა.შ. 2002 წლის მუნდიალზე, რომელიც იაპონია–კორეაში ჩატარდა, სამხრეთ კორეის ნაკრებმა მეოთხედფინალში სწორედ ესპანეთი გამოაგდო ასეთი პენლებით, თან + ესპანელებს 2 ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა მსაჯმა, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. რატომ მაშინ არავინ ატეხა ხმაური? იმიტომ რომ სამხრეთ კორეა ამერიკის დაქვემდებარებული ქვეყანაა და მსოფლიო ბატონის წინააღმდეგ ვინ რას გაბედავდა. რუსეთი კი ამერიკის პოლიტიკური მოწინააღმდეგეა და ყველანაირი დეზინფორმაციით ცდილობენ მის დამცირებას. აი ამ შუაშია ამერიკული პროპაგანდა! ეს მათთვის ვინც დღემდე ვერ გაიგო ამერიკული პროპაგანდის შედეგები. რუსული ფეხბურთი თავისი ტრადიციებით გაცილებით ძლიერია სამხრეთ კორეულზე. გვინდა თუ არ გვინდა ეს ასეა. რუსეთზე ნათქვამი ძალიანა ხვდება ყურსა და გულს, იმიტომ რომ ის ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე და ოკუპანტია.
ღუტუნა
02 ივლისი 2018 17:07
3
:)არ ვიცი რუსეთი ხორვატია როგორ დამთავრდება, მაგრამ რუსეთის ნაკრების სიძლიერეზე თუ გინდა საუბარი, გადი ამ ლინკებზე
https://www.youtube.com/watch?v=O9whHlSMolU
https://www.youtube.com/watch?v=I1j8RL1KxQI
https://www.youtube.com/watch?v=Eq1hgw3tjQc
და თვითონ დარწმუნდები. საკუთარ თავზე სიცილით შეიძლება ქვეშ ჩაიფსა.
ოჰ რა მაგრა ულაყებენ თავს ამ ახალგაზრდობას ამერიკელები თავისი პროპაგანდით.
ღუტუნა
02 ივლისი 2018 11:17
8
რუსეთს არ მოუგია, ესპანეთმა წააგო. თავის თავს დააბრალოს!
მერაბი
02 ივლისი 2018 10:59
2
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ 32 გუნდი ნამეტანი ბევრია ისეთი დიდი ტურნირისთვის,როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია!იქ მოხვედრილი სუსტი გუნდების უმეტესობა იმის შიშით რომ არ გაფარჩაკდნენ,თამაშობენ ანტი ფეხბურთს!ახლა რა გამოდის გულშემატკივარი რომელიც 4 წელი ელოდა საფეხბურთო ზეიმს,"სვარკის" ყურება მოუწევს მაგალითად ღრუსეთის შესრულებით!
Alex.F.
02 ივლისი 2018 09:00
12
რა უცებ გაგიქრიათ საიტიდან გამოხმაურებები!რა იყო ასე უფრთხილდებით ოდალას,ალბერტას და სხვა სულგაყიდულ მონებს?
Alex.F.
02 ივლისი 2018 08:53
4
ამერიკული გამიზნული პროპაგანდის შედეგია ის, რომ რუსეთის ფეხბურთი სუსტად მიიჩნევა, არადა ეს ასე არ არის:
https://www.youtube.com/watch?v=O9whHlSMolU
https://www.youtube.com/watch?v=I1j8RL1KxQI
https://www.youtube.com/watch?v=Eq1hgw3tjQc
ამ ცრუ პროპაგანდას თუ მივყვებით სტალინი და ჰიტლერი მეობრები ყოფილან, მეორე მსოფლიო ომი კი ამერიკას მოუგია და ბევრი სხვა სისულელე. მერწმუნეთ, ფეხბურთი და სპორტიც ამ დიდი პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია. არ მინდა პოლიტიკაში გადავიდე, მაგრამ ერთს ვიტყვი: ცუდია როცა მტერი გბომბავს და ხალხს გიწიოკებს, მაგრამ ისიც ცუდია, როდესაც მეგობარი ამ მტრის წინააღმდეგ გიყენებს და თავს ათასი სისულელით გილაყებს და სიცრუეში გამყოფებს...
ღუტუნა
02 ივლისი 2018 03:42
13
პოლიტიკაში თუ არ გადადი სტალინი და გიტლერი და ამერიკა რამ გაგახსენა?:))....თუ იქეთ მიდიხარ,რო რუსეთის ნაკრები ძლიერი გუნდია,უბრალოდ სასაცილოა,და თუ არ გეცინება,მაშინ აგერ მეოთხედფინალში ისე შეგიღუტუნებს ხორვატია ღუტუნა ჩემო,სულ სიცილ კისკისით მოკაკვავ თითს:)))
:)
02 ივლისი 2018 08:17
4
დიეგო კოსტა-ესპანეთის ცენტრფორვარდი, დაიღალა კაცი, ხან აქეთ იხსნებოდა, ხან იქით, რომ ბურთი მიეღო! ესენი კიდევ ბურთს აკოტრიალებდნენ და გამჭოლ გადაცემებზე არც ფიქრობდნენ! ამდენი გადაცემიდან ნახევარი რომ წინ გაკეთებულიყო მემგონი 3-4 ბურთი მაინც გავიდოდა! ამ დროს კომენტატორი კუტეპოვს და იგნოშევიჩს-ცენტრალური მცველები ლამის ღმერთებად მოიხსენიებდა, რომ ბურთს აქეთ იქით უაზროდ იგერიებდნენ და ესპანეთი რა წუთშიც აჩქარდებოდა და რუსები უკვე ვერ ასწრებდნენ აქ უკვე აკინფეევი იყო მათთვის მხსნელი! რა სჭირდა ესპანელებს იმის რომ ცოტა მაღალი ტემპით ეთამაშათ!?
გვარდიოლა
02 ივლისი 2018 01:59
0
ზოგიერთებს მივმართავ, ხალხო პატრიოტიზმი გოიმობა არაა მტერი უნდა გძულდეს
irakli81
02 ივლისი 2018 01:44
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული