ua-football.com: მახინჯურად მოთამაშე რუსეთი მეოთხედფინალში მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა გააღოღა

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა ua-football.com-მა აღნიშნა, რომ ესპანეთთან მატჩში რუსეთის ნაკრებმა მახინჯი ფეხბურთი ითამაშა და მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა მეოთხედფინალში გააღოღა.

მსაჯობაზე კომენტარი ფიფას ყოფილმა არბიტრმა მიროსლავ სტუპარმა გააკეთა.

"კუიპერსის მსაჯობას ცალმხრივად ან შეცდომებით სავსეს ვერ ვუწოდებ, მაგრამ არსებობს "საშინაო მსაჯობის" მცნება და ამ შეხვედრაში სწორედ ამას ჰქონდა ადგილი.

პენალტის დანიშვნის მომენტში პიკემ ხელით ითამაშა და ეს შემთხვევით არ გაუკეთებია. ვერ ვიტყვით, რომ რეფერიმ არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

აი, 104-ე წუთზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი ყველაფერი ცალსახა არაა. იგნაშევიჩმა ჭიდაობის ილეთით წააქცია პიკე. ესპანელები
ვიდეოგამეორებას ითხოვდნენ. ვთვლი, რომ მონიტორთან კუიპერსი სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ მან ასისტენტებთან კონსულტაცია ამჯობინა. შესაძლოა, ამის შემდეგ თავისი შეხედულებით მიიღო გადაწყვეტილება და თერთმეტმეტრიანის დადება ვერ გაბედა".

altმუნდიალი 2018: რუსეთის ნაკრებმა პენალტების სერიაში ესპანეთი დაამარცხა [VIDEO]

altსესკ ფაბრეგასი: რას ჰგავდა ეს? - ეს იყო ბურთის ფლობა ბურთის ფლობისთვის

მკითხველის კომენტარები / 24 /
ყველა ყველა და აი სტუპარი რო ამოიღებს ხმას მიკერძოებულ მსაჯობაზე...მართლა სასაცილოა.

კახა ქირია
03 ივლისი 2018 13:53
4
გამაგიჟებთ რა! სახელებს რატომ გულშემატკივრობთ? ვაიმე იტალია არაა, ჰოლანდია არაა, არგენტინა, პორტუგალია, ესპანეთი გავარდა რა გვეშველება, ვინც ძლიერია მოიგოს და დარჩეს! რითაა მაგათზე ნაკლები შვედეთი?! ან საკუთარ თავს კითხეთ საქართველომ იტალია რომ გააგდოს გული დაგწყდება აუ რა გუნდი გავარდაო?! ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარიშვილობას!
გენო
02 ივლისი 2018 15:12
6
სტუპარმა და მისმა მსგავსმა მსაჯებმა გაგვიშრეს სისხლი სსრკ-ში. ამ კაცმა 1977 წელს ნაღდი ჩემპიონობა დაგვაკარგვინა...
tngh
02 ივლისი 2018 14:32
0
ვერ დავეთანხმები ვერავის,ვისაც გული სწყდება გავარდნილებზე.მოეგოთ და დარჩენილიყვნენ...
ესპანეთი არის რუსეთზე ძლიერი? მაშინ გატენა 3-4 ბურთი (როგორც საფრანგეთმა გაუტანა არგენტინას)და ის პენალტი რომც დაედო მსაჯს,ვერაფრით უშველიდა რუსეთს....
ზაზა
02 ივლისი 2018 13:52
2
ბორტ გაღმა დარჩნენ ისინი ვინც არ იომა მოედანზე(გრანდებს ვგულისხმობ)რაც გერმანიამ კორეასთან და ესპანეთმა რუსეთტთან ითამაშა მარტოგავარდნის არა სხვარამის ღირსებიც არიან(((
გიგას
02 ივლისი 2018 13:06
4
საწყენი ის კი არ არის რომ რუსეთმა გაიმარჯვა, საწყენია ის რომ ასეთი ფეხბურთი იგებს და ბორტს მიღმა რჩებიან მესი, რონადო, გერმანია, იტალია,ჰოლანდია და ა.შ.ამით ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ბევრს კარგავს, ამას მე ვლაპარაკობ, როგორც ჩემპიონატის ნეიტრალური, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი.
GIGA
02 ივლისი 2018 12:29
4
რუსების წაგება მინდოდა სულით და გულით,მაგრამ ესპანეთმა იმდენად უსახური ფეხბურთი აჩვენა,პენალტების სერიაში მინდოდა რომ წაეგო.იმედია ხორვატები გაანადგურებენ რუსებს და მორჩება მათი ბლატავი.
zas.
02 ივლისი 2018 12:25
5
უკრაინაში 5–დღიანი ტრაური გამოაცხადეს!
ჰა ,ჰა!
02 ივლისი 2018 12:17
3
სტუპარი აბა რისი სტუპარია თუ არ იცრუა, თუ ვინმეს ცილი არ დასწამა. კარგად გვახსოვს ამ სტუპარის "სიკეთენი" და მისი საგმირო მსაჯობები! უსამართლო და მიკერძოებული, ურცხვი და უტიფარი ახლა გახდა წმინდანი!
shoda
02 ივლისი 2018 12:14
3
რა გჭირთ რომ დღესაც აღარავის უნდიხართ ჰაააააა?
xx
02 ივლისი 2018 16:33
2
უნდა დაედოოო მაგრამ მერე ანგაისი რო აქ შევეიცარიაში იქ ვინ ჩაურიცხავდა მაყუთს ანდა დოპინგზე რო ზის მთელი რუსეთის ნაკრები იმას რატო არავინ ამოწმებსს
იმერელი
02 ივლისი 2018 11:47
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული