მუნდიალი 2018: ინგლისმა თერთმეტმეტრიანების სერიაში კოლუმბია დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის ნაკრებმა კოლუმბია პენალტების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში შვედეთს შეხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიელთა მწვრთნელმა ხოსე პეკერმანმა თქვა, რომ ნახევარმცველ ხამესის ტრავმა სერიოზული არაა და ალბათ, ათამაშებდა, ვერ ათამაშა და როდრიგესის არყოფნა ძალიან დაეტყო მის გუნდს. სამხრეთამერიკელებმა თავიდანვე უკან დაიხიეს და თამაში სწრაფ კონტრშეტევებზე ააგეს. სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, სადღაც შუა პირველ ტაიმში თამაშიც გათანაბრდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ არაფერი არ შეიცვალა, ინგლისი უტევდა, ოღონდ არა უკანმოუხედავად, კოლუმბია ორგანიზებულად იცავდა თავს და 57-ე
წუთზე სანჩესმა კეინზე პენალტი აიკიდა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

altფაუსტინო ასპრილია: ძალიან ძნელია გაიმარჯვო, როდესაც მსაჯი ინგლისის დედოფლისთვის თამაშობს

ამის შემდეგ მატჩი კიდევ უფრო დაიძაბა, ნერვული ხასიათი მიიღო, სამხრეთამერიკელებმა ერთი მეორის მიყოლებით მიიღეს ყვითელი ბარათები, პეკერმანმა შეტევის გასაძლიერებლად შეცვლაზე ლერმას ნაცვლად ბაკა შეუშვა. დრო გადიოდა, კოლუმბია კი იერიშების ორგანიზებას ვერაფრით ვერ ახერხებდა.

ბოლოს პეკერმანის გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, კომპენსირებულ დროში პიკფორდმა ურიბეს დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო შემდეგ მინამ ანგარიში გაათანაბრა. "ბარსელონას" მცველმა ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა ტაიმში გოლი აღარ გასულა, პენალტების სერიაში კი ინგლისელებმა იმარჯვეს.

 


სამშაბათი. 3 ივლისი. მოსკოვი. "ოტკრიტიე არენა". 44 190 მაყურებელი
კოლუმბია - ინგლისი 1:1 (პენ 3:4)
გოლები: 0:1 კეინი (58, პენ), მინა (90+3)

კოლუმბია: ოსპინა, არიასი (ზაპატა 116) , მინა, დ. სანჩესი, ბარიოსი, კ. სანჩესი (ურიბე 79), კუადრადო, ლერმა (ბაკა 61), კინტერო (მურიელი 88), ფალკაო

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (რეშფორდი 113), სტოუნსი, ტრიპიერი, მაგუაირი, იანგი (როუზი 102), ლინგარდი, ჰენდერსონი, ალი (დაიერი 80), კეინი და სტერლინგი (ვარდი 88)

altჯორდან პიკფორდი: კოლუმბიელების პენალტების დარტყმები შესწავლილი მქონდა

altრადამელ ფალკაო: ამერიკელი მსაჯი მიკერძოებული და სამარცხვინო იყო

altგარეთ საუტგეითმა თავისი ფეხბურთელების სიმულანტობა აღიარა

altინგლისელმა და კოლუმბიელმა ფანებმა მოსკოვის მეტროში იჩხუბეს [VIDEO]

altჯორდან პიკფორდი: კოლუმბიელების პენალტების დარტყმები შესწავლილი მქონდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ პეკერმანო, ყოფილიყო ზამენაზე ხამესი და პენალტს ხო შეაგდებდა.. ბოლოს გამოსულიყო და შეასრულებდააა!
zaza
00:59 04-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული