უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

გარეთ საუტგეითი: ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ კომენტარი ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუტგეითმა გააკეთა.

"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, ბურთს ვაკონტროლებდით. როდესაც მომენტებს ქმნი, მეორე გოლი უნდა გაიტანო. შესვენების შემდეგ დიდი ზეწოლის გადატანა მოგვიხდა. დამატებითი დრო თანაბარი გამოვიდა, მაგრამ ხორვატებს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და სახიფათონი იყვნენ. ბოლოს მათ შანსი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერ ვუპასუხეთ. საოცარი გზა განვლეს ფინალამდე, წარმატება მინდა ვუსურვო.

დამწუხრებულნი ვართ. მართალი გითხრათ, ამას არ ველოდი. ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ. ძნელი იქნება მათი მოტივირება".

altმუნდიალი 2018: ხორვატიამ

ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ