
38 წლის ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის ნაკრებში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა, - იტყობინება AS-ი.
მოდრიჩი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ერთა ლიგაზე პორტუგალიასთნ და პოლონეთთან დაეხმარება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზეც მიიღებს მონაწილეობას.
მას უნდა 2026 წელს მუნდიალზე იასპარეზოს, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. იმ დროისთვის თითქმის 41 წლის იქნება.
ხორვატიის ნაკრებმა ევრო 2024-ზე 2 ქულა მოიპოვა და ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.