ივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ

AutoSharing Option
ინგლისთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

"გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა, მთელი დღე ლოგინში ვიწექი, რადგან მინდოდა უკეთ გამხდარიყავი და მეთამაშა. კარგია, რომ მოვიგეთ. თუ საჭირო იქნება, ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ.

ინგლისელებს ეგონათ, უკვე ფინალში იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენ ვითამაშებთ. გაგვიკვირდა, რომ ფიზიკურად ისეთი ძლიერი ნაკრები, როგორიც ინგლისია, მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ვეღარ დარბოდა და მოედანზე დადიოდა. ჩვენ კი წინ მივიწევდით. ფინალისთვის ძალები შემოვინახეთ".

altმუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და

ფინალში გავიდა [VIDEO]


altზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა



მკითხველის კომენტარები / 4 /
აი ეს არის ფეხბურთელის პატრიოტული მიდგომა, მაგარი მებრძოლი ნაკრებია ხორვატია.. უკვე გმირები ხართ თქვენი ქვეყნისთვის. კარგი ფინალი გველოდება.. ძნელი სათქმმეილია ვინ მოიგებს!
zaza
12 ივლისი 2018 22:10
0
ნუ ნერვიულობთ, ფინალში კი მოხვდით, მაგრამ მანდ ფრანგები ატირებულს გაგიშვებთ სახლში.
levani
12 ივლისი 2018 08:16
96
ფინალში ვინ მოიგებს კაცმა არ იცის, თუ ასე დარწმუნებული ხარ დააგირავე სახლ-კარი და დადე ტოტალიზატორში, რავა ყველაფერი იცით ჰაა, სადაა ეგ საყველაფრო უნივერსიტეტი გვასწავლეთ. ტირილით რატომ უნდა იტირონ, თუ წააგეს, გუნდთან წააგებენ და ვერცხლის მედალოსნები იქნებიან, ბანდასთან ხო არ წააგებენ, ის ჩვენში დარჩეს და ხორვატია მგონია ჩემპიონი!!!
ვასილიჩი
14 ივლისი 2018 11:32
0
მეც მინდა მოვესწო და ვნახო "ატირებული სახლში გამოშვებული" საქართველო ნაკრები. ბრავო ხორვატია!
პატრიოტი
12 ივლისი 2018 23:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული