გრიზმანი კურტუას კრიტიკაზე: მაგას რა ჰგონია, "ჩელსი" "ბარსელონასავით" თამაშობს?

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა ბელგიის ნაკრების მეკარის კრიტიკას უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც ბელგიამ 0:1 წააგო, კურტუამ განაცხადა, რომ საფრანგეთი ანტიფეხბურთს თამაშობს.

"ტიბო კურტუა ფიქრობს, რომ "ჩელსი" "ბარსელონასავით" თამაშობს?

არ მაინტერესებს, როგორ, უბრალოდ, მინდა, ამ მაისურზე მეორე ვარსკვლავი გაჩნდეს. მორჩა", - თქვა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალი 15 ივლისს დაიწყება, სადაც საფრანგეთი ხორვატიას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული