ზლატკო დალიჩი: ეს საქართველოსთვის სიგნალია

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ საქართველო მოიხსენია.

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტმა ოთო გიორგაძემ მას კითხვა დაუსვა:

- ბევრი ფიქრობს, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი პატარა ქვეყნებისთვის დიდი მოტივაციაა, რადგან იგივე ხორვატიაც პატარა ქვეყანაა, რომელმაც ფინალში ითამაშა. პირველ რიგში მოტივაციაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რა იქნება თქვენი მესიჯი პატარა ქვეყნებისთვის?
- ჩვენს ავტობუსს აწერია: "პატარა ქვეყანა - დიდი ოცნება". უნდა გჯეროდეს შენი წარმატების. ეს სიგნალია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ხორვატიაა, იგივე საქართველოსთვის. უნდა გაგაჩნდეთ
ოცნება და ამბიცია, არასოდეს არ უნდა დანებდეთ და გჯეროდეთ გამარჯვების. უკან ვიხედები და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ჩემი ქვეყნით.

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

alt20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

altპეტერ შმეიხელი: მსაჯმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მოიპარა

altფიფამ საუკეთესოები დააჯილდოვა

altხორვატმა ფეხბურთელმა დაჯილდოებისას ვლადიმირ პუტინს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

altლუკა მოდრიჩი: პიტანას მსაჯობით გაოგნებულნი ვართ

altდიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა

მკითხველის კომენტარები / 38 /
მოდით ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს ვთხოვ შევაფასოთ ეს სტატია დადებითად და იქნებ ნახონ ქართველმა ფეხბურთელებმა როგორ ვოცნებობთ მთელი საქართველო მათ ჩვენი ნაკრების წარმატებაზე
ტოტტი
16 ივლისი 2018 00:15
1
შენ გენაცვალე.კარგია !!!
Ruslani
16 ივლისი 2018 00:04
2
ღირსებით სავსე კაცია ზლატკო დალიჩი!
არჩილ
16 ივლისი 2018 00:20
0
მადლობა ბატონო ზლატკო საქართველო, რომ გაიხსენეთ.
ნიკა
16 ივლისი 2018 00:18
0
სტატიას არ კითხულობთ??? გასაგებად წერია ქართველი ჟურნალისტის შეკითხვა :- ბევრი ფიქრობს რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი პატარა ქვეყნებისთვის დიდი მოტივაციაა, რადგან ხორვატია პატარა ქვეყანაა რომელმაც ფინალში ითამაშა,პირველ რიგში მოტივაციაა ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა! რა იქნება თქვენი მესიჯი პატარა ქვეყნებისთვის? ამ კითხვას გასცა პასუხი და თურქეთს ან ინდოეთს ხომ არ ახსენებდა?!)))
GIO
16 ივლისი 2018 11:07
0
რომ იძახიან მსაჯი შეცდაო, მაინტერესებს სად შეცდა? პენალტი თუ არსებობს და ხელზე მოხვედრისას ინიშნება ხელით თამაში იყო და მილიონჯერ უნდა ნიშნავდნენ და არა რონალდოს დაცემის მერე ან რაც იუვენტუსს გაუკეთეს, მაშინ სად იყვბნენ ვინც ახლა ყაყანებენ? პენალტი ნამდვიალდ იყო! მსაჯი არაფერში შემცდარა! ხოლო აჯრიმაც იყო და თუ ეს მომენტი გოლით არ ჩაივლიდა, არავინ იყაყანებდა. გადასწვდნენ მსაჯებს ეხლა ფარჩაკი გუნდის ფანები. ვიდეო რეფერი უნდა ჩემპიონთა ლიგაზეც შემოიღონ და ვნახავთ რეალი ჯგუფს გასცდება თუ არა.
123
16 ივლისი 2018 08:47
16
ბევრჯერ გავიდა რეალი ეგრე.. დავიწყოთ 2016 წლის ფინალიდან ატლეტიკოსთან (თამაშგარე გოლით მოიგეს), გავაგრძელოთ შარშან რა სასწაულები გააკეთა მსაჯმა ბავარიასთან და ნუ წელს იუვენტუსთან დააგვირგვინეს. ამით იმას არ ვამბობ, რომ სხვა გუნდების სასარგებლოდ არ ცდებიან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე რეალის სასარგებლოდ იმდენჯერ მოხდა ბოლო წლებში ეგეთი ფაქტი, გეფიქრება რამდენად სამართლიანად იგებენ ტიტულებს, ვიდეო რეფერი აუცილებელია მაგ ტურნირზე
tata
16 ივლისი 2018 09:32
3
Yvela tamashi ragac ise xdeba ukve rac mere gansjis sagani xdeba.. chelsi dachagres barsastan.. reali dachagres barsastan pepe ro gaugdes alveshis simulaciis gamo kidev uamravi paqti sheidzleba itqvas roca xan erts chagrian da xan meores. Nu chaixvevt marto reals. 3jer ro moigebs gundi ganaxevrebuli shemadgenlobit unda agiaro is gundi.
roma
17 ივლისი 2018 10:00
0
საქართველო, ალბათ, ამისურზე რომ აწერიათ, იმიტომ გაახსენდა...
ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა..
ყური მიგდე
16 ივლისი 2018 00:54
0
მთავარია იყო ვაჟკაცი და ბრძოლა გიყვარდეს და თუ მაგ შემართებით გახვალ მინდორზე ყველას მოგება შეიძლება!!! ქართველო ფეღბურთელებო მიბაძეთ ხორვატებს. და თქვენ სიტყვას იტყვით! თუ მშიშრები ხართ მაშინ ყაზახებთან ფარერებთან და მალტასთანაც დამარცხდებით!
koko
16 ივლისი 2018 02:11
0
ძაან მაგარი ფაქტია, მაგრამ საინტერესოა საქართველოსთან რა კავშირშია თვითონ ეს პიროვნება, და მაინცდამაინც საქართველო რატო.
toka
16 ივლისი 2018 01:03
0
ხორვატიის ამ დონეზე თამაში და მიღწეული შედეგი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სხვა პატარა ნაკრებებისათვის. იმედია ჩვენი ნაკრებისათვის ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ მონდომებითა და ბოლომდე ბრძოლით მიიღწევა ის შედეგი, რომელსაც შესაძლოა შენი საფეხბურთო კლასით ვერ აღწევდე. მონდომებას და მიზანს ყოველთვის შეუძლია არასაკმარისი კლაისი გადაფარვა. ეს გვჭირდება ჩვენ, ბრძოლისუნარიანობა და ხასიათის სიმტკიცე! უამრავი პარალელის გავლება შეიძლება ჩვენსა და ხორვატებს შორის, უამრავი საერთო გვაქვს. მოსახლეობის ოდენობა, ფართობი, ეკონომიკა, გამოწვევები, პრობლემები, უახლესი ისტორია... სწორედ ხასიათის შტრიხებშია ის სხვაობა, რომლიც ჩვენსა და მათ ნაკრებს განასხვავებს (არამხოლოდ ფეხბურთში, სხვა ნებისმიერ სპორტშიც). მადლობა მებრძოლ ხორვატებს, რათა ჩვენისთანა წარმატებას მოწყურებულ ხალხს იმედი და რწმენა ჩაუნერგეს. რომ გვაჩვენეს - წარმატების მიღწევისათვის არ არის აუცილებელი ვარსკვლავებით გადაძეძგილი ნაკრები გყავდეს. რაკიტიჩი ამბობა ფინალის წინ: "რამოდენიმე წლის წინ ვოცნებობდით, რომ უბრალოდ დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე მოვხვედრილიყავით ჯგუფში და დიდი საფეხბურთო სამყაროს წევრებად გვეგრძნო თავიო". ზლატკო დალიჩმაც დაახლოებით იგივე თქვა ფინალის წინ. ეხლა შესაძლოა ვინმემ ისიც კი თქვას - ხორვატიას რომ ფეხბურთელები ჰყავს ჩვენ სად გვაქვს მასეთი ფუფუნებაო. ასეთ აზრს ორი მხარე აქვს და ორთავეს გაბათილება შეიძლება. ხორვატიას ყავს რამოდენიმე მაღალი დონის შემსრულებელი ამაზე არავინ არ დაობს. მაგრამ ხორვატიამ როგორც გუნდმა, გუნდური სულისკვეთებით მიაღწია ამ შედეგს და არა მხოლოდ მათი გამორჩეული ფეხბურთელებით. ახლა რომ ხორვატიას ფეხბურთელები ჰყავს, იმაზე "ვარსკვლავური " შემადგენლობა გვყავდა ხოლმე ნაკრებში თუნდაც არველაძე-ქეცბაია-ქინქლაძის პერიოდში მთელი გუნდი შემსრულებლები იყვნაენ მაგრამ რა მერე? და მეორე - ჩვენები დღეს რათქმაუნდა კლასით ჩამოუვარდებიან ხორვატებს, მაგრამ მათ იგივე შედეგს არავინ სთხოვს, ჩვენ ეხლა ისეთი დონის გუნდებთან ვართ ერთა ლიგაში, რომ თავი უნდა დავდოთ და გავიაროთ!
P.S რუნიე, სრნა, ლოვრენი, ჩორლუკა, სტრინიჩი, რაკიტიჩი (პერიშიჩი, 61), დუიმოვიჩი, მოდრიჩი, კრანჩარი (იელავიჩი, 70), პეტრიჩი (პრანიჩი, 84), კალინიჩი, ვუკოევიჩი, მანძუკიჩი. - ეს ის გუნდია საქართველოს ნაკრებმა თბილისში 89-ე წუთზე გატანილი გოლით რომ გააკრა ბეჭებზე. წაიკითხეთ შემადგენლობა, 95% ის გუნდია რომელმაც წუხელ ფინალი ითამაშა. მაშინ ჩვენებმა იბრძოლეს, თავი დადეს და.... უკვე ყველაფერია ნათქვამი...
ანესთეზეოლოგი
16 ივლისი 2018 11:15
3
აქვე ნურც ისლანდიის სასწაულს დავივიწყებთ,მათ ხომ საერთოდ არ ჰყავთ შემსრულებლები.ეგეც მაგალითია,მაგრამ სამაგალითო უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომაც.ხორვატიას ფეხბურთის გარდა ყველა ბურთიან გუნდურ სახეობაში ჰყავს მაღალი მიზნებისათვის მებრძოლი ნაკრები,კალათბუღში,წყალბურთში,ხელბურთში და მგონი ფრენბურთშიც,ეს კი კარგ მასობრიობაზე და სპორტული ბაზების მისაწვდომობაზე მეტყველებს,საგულისხმო იქნება საწყისი ფიზიკური მომზადების სისტემაც,რომლის საფუძველიც მძლეოსნობაა და რომელიც ქართული სკოლებიდან ამოგდებულია/საბაზისო მძლეოსნური მომზადების ბაზისის გარეშე შეუძლებელია მოზარდის სრულფასოვანი ფიზიკური განვითარება და შემდეგ ის სპორტის სხვა სახეობებში ტრავმებისაკენ მიდრეკილი ხდება.ვფიქრობ დამეთანხმებით,რომ ჩვენი მთავარი უბედურება სპორტის ყველა სახეობაში,ხშირი ტრავმიანობაა და ეს სწორედ არასწორი საწყისი საბაზისო მომზადების ბრალია.მადლობა ამისათვის მიშას.ხოორვატებს და იუგოსლავიის სხვა ქვეყნებს,აწყობილი სისტემა აქვთ და ჩვენც ეს სისტემა უნდა შევქმნათ თუ აღვადგინოთ.მასიური სპორტი, ნარკომანიის საწინააღმდეგო მძლავრი ბარიერიც გახდება და ესეც დიდი პლიუსია ქვეყნისათვის
სოსო
16 ივლისი 2018 12:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული