კვარაცხელიას მსურველები და "ნაპოლის" მიზანი - გავლენიანი და სანდო ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაცია ხვიჩას მომავალზე

AutoSharing Option
გავლენიანი და სანდო იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ნაპოლი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ გეგმავს.

მისივე ცნობით, ქართველის მიმართ პრემიერ ლიგიდან და პსჟ-იდან ინტერესი არსებობს, თუმცა "პარტემოპეი" ჩვენებურს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს და მოლაპარაკებები მომდევნო კვირიდან დაიწყება.

დიდი ალბათობით, ახალ შრომით ხელშეკრულებაში იქნება ჩადებული ვიქტორ ოსიმენის მსგავსი პუნქტი და ხვიჩას "ნაპოლის" დატოვება გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლება.

რომანო გვაუწყებს იმასაც, რომ "პარტენოპეიდან" ვიქტორ ოსიმენის აბარგება გადაწყვეტილი ამბავია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაჰ რას არ გაიგებ კაცი
ნინო
20:45 11-05-2024
4
"სანდრო" ჟურნალისტი რას ნიშნავს
ემიგრანტი
16:54 11-05-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული