დღეს, 17 ნოემბრის გამთენიისას, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ცენტრალურ შეხვედრაში არგენტინამ ბრაზილიას უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა... შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა, რაზედაც 42 ჯარიმაც მეტყველებს, თუმცა ეს შედეგი ორივე გუნდს აწყობდა. მოპოვებული თითო-თითო ქულით "სუპერკლასიკოს" წარმომადგენლებმა 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს (ბრაზილია 35 ქულა, არგენტინა - 29).
ბოლივიამ ურუგვაის უმასპინძლა და მოულოდნელად 3:0 დაამარცხა.
1-ელ ტაიმში მასპინძლებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. თავი ხუან არკემ (30) და მარსელო მორენომ (45) გამოიჩინეს.
საბოლოო ანგარიში კი 79-ე წუთზე ხუან არკემ დააფიქსირა.
ამრიგად, 14 ტურის შემდეგ ბოლივია 15 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 2022 წლის 27 იანვარს, ვენესუელის წინააღმდეგ გამართავს.
ურუგვაი 16 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, მე-15 ტურის მატჩს იმავე 27 იანვარს, პარაგვაის პირისპირ ჩაატარებს.