ბრაზილიამ და არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 17 ნოემბრის გამთენიისას, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ცენტრალურ შეხვედრაში არგენტინამ ბრაზილიას უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა... შეხვედრა საკმაოდ უხეში გამოდგა, რაზედაც 42 ჯარიმაც მეტყველებს, თუმცა ეს შედეგი ორივე გუნდს აწყობდა. მოპოვებული თითო-თითო ქულით "სუპერკლასიკოს" წარმომადგენლებმა 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს (ბრაზილია 35 ქულა, არგენტინა - 29).


ბოლივიამ ურუგვაის უმასპინძლა და მოულოდნელად 3:0 დაამარცხა.

1-ელ ტაიმში მასპინძლებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. თავი ხუან არკემ (30) და მარსელო მორენომ (45) გამოიჩინეს.

მეორე ნახევარში, 62-ე წუთზე, მარსელო მორენომ პენალტი ვერ გამოიყენა...

საბოლოო ანგარიში კი 79-ე წუთზე ხუან არკემ დააფიქსირა.

ამრიგად, 14 ტურის შემდეგ ბოლივია 15 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 2022 წლის 27 იანვარს, ვენესუელის წინააღმდეგ გამართავს.

ურუგვაი 16 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, მე-15 ტურის მატჩს იმავე 27 იანვარს, პარაგვაის პირისპირ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
არგენტინა -ბრაზილიის მატჩში,მსაჯმა ფაქტობრივად უარი თქვა მსაჯობაზე.
სოსო
19 ნოემბერი 2021 13:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული