იტალია მსოფლიოზე? ფიფა ირანის დასჯას აპირებს

AutoSharing Option
Football Italia Sky Sport Italia-ზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები შესაძლოა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. "სკუადრა აძურამ" შესაძლოა ირანი ჩაანაცვლოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს ლიბანთან გასამართ მატჩზე ირანმა 2000 ქალბატონს მოედანზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაიფუჭა და ყველაზე დიდი სანაკრებო ტურნირიდან მოკვეთაც ემუქრება.

თუ მოვლენები მსგავსი სცენარით წარიმართა, მაშინ ფიფა ახლო აღმოსავლეთში სათამაშოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრილ რეიტინგში ყველაზე მაღლა მდგომ გუნდს მიიწვევს, ასეთი კი იტალია გახლავთ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის
პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:0 დამარცხდნენ.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
ისეა ყველაფერი არეული არ გამიკვირდება მოკლე ხანში რუსებიც დაუშვან აქაოდა არ ესვრის უკრაინასო .
dato
01 აპრილი 2022 13:13
0
ინფანტინოსგან ყველაფერია მოსალოდნელი. სადაც დეკემბერში მსოფლიოს ჩემპიონატს ატარებს ყატარში რა უნდა გაგიკვირდეთ?? აირია ყველაფერი.
ქომაგი
01 აპრილი 2022 09:47
1
აუჰ
ლაშა
01 აპრილი 2022 06:21
0
ასე არ მოხდება რათქმაუნდა, მაგრამ რას დაიბოღმეთ, ისე უსამართლობაზე თუა იტალია რომ იმსახურებს იქ თამაშს, მასეთი უნდა!
?&?
01 აპრილი 2022 00:02
4
იტალიას თუ უნდა უფრო მეტი სირცხვილი არ ჭამოს სხვის ხარჯზე არ უნდა წავიდეს 92ში დაანიის ამბავი სულ სხვა თემა იყო აქ კიდე 1999 ქალი რო შეეშვათ მერე ?ესეთი რამ არ მახსოვს ხალხის არ დაშვების გამო პატიოსნად მოპოვებული საგზურის ჩამორთმევა ჩაწყობაში რო იყვნენ ბრალდებული კიდე მესმის არც იმას ვეთანხმები როგორ დისკრიმინაციაში ყავთ ქალები და არ არის ყურანი გასამართლებელი საბუთი მაგრამ ამ მიზეზით ნუ რავიცი
ნოდო
31 მარტი 2022 22:54
10
ფიფამ ვინც დასასჯელი იყო ის ვერ დასაჯა
Milani
31 მარტი 2022 21:05
0
უდიდესი უგნურება. ამ საქმეში ირანის ფეხბურთის ფედერაცია და ნაკრები არაფერ შუაშია. ჯერ ერთი, თუ ეს სხელმწიფო პოლიტიკაა მაშინ ქვეყანა საერთოდ უნდა გაირიცხოს ფედერაციიდან. თუ სტადიონის მეპატრონემ ან დირექციამ არ დაუშვა ქალები თამაშზე, სტადიონი უნდა დაჯარიმდეს, ან აუკრძალონ ნაკრებს ამ სტადიონზე თამაში. მოკვეთა დიდი უსამართლობა იქნება.
ჟორა გაბრიჭიძე
31 მარტი 2022 20:25
4
ირანის როგორც ქვეყნის და როგორც ნაკრებისაც, გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ და პირიქით, იტალიის ნაკრები ძალიან მესიმპათიურება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად საფეხბურთო და სპორტული პრინციპების დარღვევა იქნება და სუბიექტურობის მაგალითი. ორგანიზაცია, რომელიც 2018 წელს რუსეთში ატარებს მსოფლიო თასს და 2022 წელს ყატარში, ასეთი მიზეზის გამო ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატიდან არ უნდა ხსნიდეს. გასაგებია, რომ მძიმე დარღვევაა, მაგრამ სასჯელიც შეიძლება შესაბამისი მოუფიქრო. და თუ მაინცდამაინც ასეთი გადაწყვეტილებაა მისაღები, იტალია რა შუაშია?აზიის ქვოტიდან უნდა გაუშვან მაშინ შემდეგი გუნდი. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ არ ვარ ირანის და აზიური ფეხბურთის გულშემატკივარი:))
valderrama
31 მარტი 2022 19:37
3
მართალი ხარ, მე იტალიის გულშემატკივარი ვარ და ძალიანაც გამიხარდება თუ იტალიას ჩაამატებენ ირანის ნაცვლად, მაგრამ არ იქნება სამართლიანი. წესით, აზიის გუნდით უნდა შეცვალონ ისევ. თუ მოხსნიან ირანს ავსტრალია ან არაბეთით უნდა ჩანაცვლდეს.
შაკო
01 აპრილი 2022 10:53
0
ირანი მოსახსნელია და ზოგადად არ შეიძლება რაღაცეებზე წაყრუება,არ უნდა იყვნენ ეგეთი ქვეყნები თანამედროვე სამყაროს ნაწილი არაფერში, მაგრამ შენი თქმისა არ იყოს რად გინდა ყატარში ატარებენ მსოფლიოს სადაც ასობით ადამიანი მოკლეს სტადიონების მშენებლობის დროს, იმიტომ რომ ფეხზე კიდიათ. რაღაცით უნდა დაიწყოს გამოფხიზლება. მოხსნან ირანი და გეთანხმები აზიიდან დაამატონ გუნდი, იტალია არაფერ შუაშია.
პ.ს. გასულ ათწლეულში პუტინის რუსეთში ორი დიდი მსოფლიო სპორტული ღონისძიება ჩაატარეს და ნახეთ ხო რუსეთის გაბლატავება. იძახონ ეხლა შტატებმა, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვააო.
ზურა
31 მარტი 2022 19:55
4
ეეეე რა იტალია ? აგერ არ ვართ ჩვენ გამოგენდერებული ქვეყანა ? ამდენი ქალი რომელ ქვეყანას ყავს პარლამენტში თანაც პრეზიდენტიც ქალი გბყავს და რაც ყველაზე მთავარია ყველა ეგ ქალი ზუსტად ქალობის გამო შერეკეს პარლამენტში და პრეზიდენტადაც დანიშნეს ! ამას პლიუს 10-20 წლის წინ ცოლის გინების გამო ქმრებს ციხეშებში ყრიან საუკეთესო ჩოგნურთელს ყოფილი ცოლის მოგონილი ბრალდებით ასამართლებენ ! ამაზე მეტი გენდერული თანასწორობა რომელ ქვეყანაშია კიდევ ? თანასწორობა კი არა პირიქით კაცების ჩაგვრა მიდის ! ამიტომ ჩვენ უნდა გაგვიშვან მსოფლიოზე ირანის მაგივრად !!!PP
zura222
31 მარტი 2022 18:25
5
რა სისულელეა რომც დასაჯონ აზიური გუნდი წავა.
Gggg
31 მარტი 2022 18:21
3

სიახლეები პოპულარული