იტალია მსოფლიოზე? ფიფა ირანის დასჯას აპირებს

AutoSharing Option
Football Italia Sky Sport Italia-ზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები შესაძლოა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. "სკუადრა აძურამ" შესაძლოა ირანი ჩაანაცვლოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს ლიბანთან გასამართ მატჩზე ირანმა 2000 ქალბატონს მოედანზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაიფუჭა და ყველაზე დიდი სანაკრებო ტურნირიდან მოკვეთაც ემუქრება.

თუ მოვლენები მსგავსი სცენარით წარიმართა, მაშინ ფიფა ახლო აღმოსავლეთში სათამაშოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრილ რეიტინგში ყველაზე მაღლა მდგომ გუნდს მიიწვევს, ასეთი კი იტალია გახლავთ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის
პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:0 დამარცხდნენ.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
ისეა ყველაფერი არეული არ გამიკვირდება მოკლე ხანში რუსებიც დაუშვან აქაოდა არ ესვრის უკრაინასო .
dato
13:13 01-04-2022
0
ინფანტინოსგან ყველაფერია მოსალოდნელი. სადაც დეკემბერში მსოფლიოს ჩემპიონატს ატარებს ყატარში რა უნდა გაგიკვირდეთ?? აირია ყველაფერი.
ქომაგი
09:47 01-04-2022
1

სიახლეები პოპულარული