იტალია მსოფლიოზე? ფიფა ირანის დასჯას აპირებს

AutoSharing Option
Football Italia Sky Sport Italia-ზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები შესაძლოა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდეს. "სკუადრა აძურამ" შესაძლოა ირანი ჩაანაცვლოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამშაბათს ლიბანთან გასამართ მატჩზე ირანმა 2000 ქალბატონს მოედანზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაიფუჭა და ყველაზე დიდი სანაკრებო ტურნირიდან მოკვეთაც ემუქრება.

თუ მოვლენები მსგავსი სცენარით წარიმართა, მაშინ ფიფა ახლო აღმოსავლეთში სათამაშოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრილ რეიტინგში ყველაზე მაღლა მდგომ გუნდს მიიწვევს, ასეთი კი იტალია გახლავთ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის
პლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 1:0 დამარცხდნენ.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
ფიფამ ვინც დასასჯელი იყო ის ვერ დასაჯა
Milani
21:05 31-03-2022
0
ირანის როგორც ქვეყნის და როგორც ნაკრებისაც, გულშემატკივარი ნამდვილად არ ვარ და პირიქით, იტალიის ნაკრები ძალიან მესიმპათიურება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად საფეხბურთო და სპორტული პრინციპების დარღვევა იქნება და სუბიექტურობის მაგალითი. ორგანიზაცია, რომელიც 2018 წელს რუსეთში ატარებს მსოფლიო თასს და 2022 წელს ყატარში, ასეთი მიზეზის გამო ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატიდან არ უნდა ხსნიდეს. გასაგებია, რომ მძიმე დარღვევაა, მაგრამ სასჯელიც შეიძლება შესაბამისი მოუფიქრო. და თუ მაინცდამაინც ასეთი გადაწყვეტილებაა მისაღები, იტალია რა შუაშია?აზიის ქვოტიდან უნდა გაუშვან მაშინ შემდეგი გუნდი. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ არ ვარ ირანის და აზიური ფეხბურთის გულშემატკივარი:))
valderrama
19:37 31-03-2022
3

სიახლეები პოპულარული