იაპონელები მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ - მორიასუ ხორვატიის გასაგდებად მზადაა

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იაპონიის ნაკრებმა სენსაციურად ესპანეთი 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

ამ შედეგით დაკმაყოფილებას გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰაჯიმე მორიასუ არ აპირებს, რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა:

"დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. თქვენი წყალობით შევძელით ამ რთული მატჩის მოგება. მიხარია, რომ შევძელი თქვენთვის ეს სიხარული მომენიჭებინა.

ახლა ჩვენი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა. გვსურს, რომ ამ მუნდიალზე ჩვენი რეკორდი დავამყაროთ", - თქვა მორიასუმ.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის მეტოქე მერვედფინალში ხორვატია იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ იყო პაშა, გერონტის ნაშა, თუ ბრაზილიას არ მოუგო.DDD
რრრ
19:53 02-12-2022
0
თქვენც ეხლა ზედმეტი არ მოგივიდეთ რა!
:)))))))))))
17:08 02-12-2022
0

სიახლეები პოპულარული