ამ შედეგით დაკმაყოფილებას გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰაჯიმე მორიასუ არ აპირებს, რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა:
"დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. თქვენი წყალობით შევძელით ამ რთული მატჩის მოგება. მიხარია, რომ შევძელი თქვენთვის ეს სიხარული მომენიჭებინა.
ახლა ჩვენი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა. გვსურს, რომ ამ მუნდიალზე ჩვენი რეკორდი დავამყაროთ", - თქვა მორიასუმ.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის მეტოქე მერვედფინალში ხორვატია იქნება.