უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

აშრაფ ჰაკიმი: ესპანეთს მაროკოსი უნდა ეშინოდეს

AutoSharing Option
მადრიდში დაბადებულმა მაროკოს ნაკრების 24 წლის მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ "მარკასთან" ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთთან მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა:

"ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ბაზაზე ორი დღე ვიყავი და მივხვდი, ეს ჩემი ადგილი არ იყო, თავს ისე ვერ ვგრძნობდი, როგორც სახლში. იქ არ იყო ის, რასაც სახლში მივეჩვიე, ის, რაც მაროკოული კულტურის ნაწილს წარმოადგენს. მინდოდა მაროკოს ნაკრებში მეთამაშა.
ესპანეთის ეროვნული გუნდი კლასით ამ ტურნირზე ტოპ 5-ეულშია. მათთან დაპირისპირება გველის, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ. შევეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ჯგუფში პირველი ადგილი
დავიკავეთ და ცოტა პატივისცემა დავიმსახურეთ. დარწმუნებული ვარ, ესპანეთს ეს ესმის და ცოტა უნდა ეშინოდეს. მართლა, მათ ჩვენი უნდა ეშინოდეთ.

მაროკოს ისტორიაში შესვლა და არაბული სამყაროს მენტალიტეტის შეცვლა სურს, რასაც ვაღწევთ კიდეც - რომ არაბულ გუნდებს დიადი საქმეების კეთება შეუძლიათ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, განსაკუთრებით, მსოფლიო ჩემპიონატზე.

აფრიკულ ნაკრებებს ცოტა ნაკლებად აფასებენ. აფრიკაში შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებიც ცოტა მეტ პატივისცემას იმსახურებენ და შექებას იმისათვის, რასაც მიაღწიეს. მიხარია, რომ აფრიკულმა გუნდებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს, ვინაიდან ეს კარს მათ გაუღებს, ვინც უკან იყო. ახლა ჩვენ კარს სხვებს გავუღებთ".

ასევე დაგაინტერესებთ