მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფიდან პლეი-ოფში მაროკო და ხორვატია გავიდნენ.
ბოლო ტურში მაროკომ კანადას 2:1 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1986 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეორედ იასპარეზებს პლეი-ოფში. ამას გარდა, ტურნირზე ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ქულების მიხედვით, აფრიკული გუნდების რეკორდი დაამყარა - 7.
ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ ბელგიას ხორვატიასთან ფრით დაკმაყოფილება (0:0) და ტურნირის დატოვება მოუწია. არადა, მარტო შეცვლაზე შესულმა ლუკაკუმ ოთხი დიდებული შანსი ვერ გამოიყენა. ბელგიამ ბოლოს 24 წლის წინ ვერ შეძლო ჯგუფური ბარიერის გადალახვა. აღსანიშნავია,
რომ ამ გუნდმა მუნდიალზე მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. ხორვატია კი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.
ალ რაიანი. "აჰმად ბინ ალი". 43 984 მაყურებელი
ხორვატია - ბელგია 0:0
დოჰა. "ტუმამა". 43 102 მაყურებელი
კანადა - მაროკო 1:2
გოლები: 0:1 ზიეში (4), 0:2 ენ ნესირი (23), 1:2 აგერი (40, საკ. კარში)