"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიამ სამხრეთი კორეა 4:1 დაამარცხა და ყოველი გოლი მისმა ფეხბურთელებმა ცეკვით აღნიშნეს. თვით 61 წლის მწვრთნელმა ტიტემაც იცეკვა. "სელესაოს" ზეიმი "მანჩესტერის" ყოფილ ნახევარმცველ როი კინს არ მოეწონა.

"ვერ ვიჯერებ, რასაც ვუყურებ. ცხადია, ბრაზილია ბრწყინვალედ თამაშობს. ფანტასტიკური დაბოლოება ვინისიუსისგან პირველი გოლისას, თამაშის შესანიშნავი დასაწყისი, მაგრამ არასოდეს მინახავს ამდენი ცეკვა. ეს "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ჰგავს.

მე ეს არ მომწონს. ხალხი ამბობს, რომ ეს მათი კულტურაა, თუმცა ვფიქრობ, მოწინააღმდეგის უპატივცემულობაა. უკვე ოთხი გაიტანეს და ყოველი გოლის შემდეგ იცეკვეს. მე არც ისე
ძლიერ გამაღიზიანა პირველი გოლის მერე ზეიმმა, შემდეგი აღვნიშვნისას მწვრთნელი უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მანაც იგივე გააკეთა. ამით უკმაყოფილო ვარ. არ ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ ლამაზია. მხოლოდ დროის საკითხია, ამ ბრაზილიელთაგან რომელიმეს ვინმე ოდესმე გალახავს", - ციტირებს კინს "სანი".

მკითხველის კომენტარები / 37 /
ას პროცენტიანია ეს კაცი
სამბას მოყვარულებს
09 დეკემბერი 2022 13:56
0
ცეკვა სჯობს,ვიდრე ლგბტ აფიშირება პირდაპირ მინდორზე,რაც გერმანიის ნაკრებმა იკადრა
ლელა
07 დეკემბერი 2022 11:18
1
ოე ოე როი კომბაიინ.
გეგი
06 დეკემბერი 2022 20:53
1
კლინსმანიც მართალი იყო, როცა თქვა ირანელები სულ ცდილობენ არასაფეხბურთო ხერხებით მიზნის მიღწევასო და კინიც მართალია. რასისტულად ჟღერს, მაგრამ ანგლო-საქსების გარდა ყველა რაღაცას მაიმუნობს. გერმანელი და ინგლისელი არ იკარდებს იმას რასაც სამხრეთ ამერიკელი, არაბ-ირანელი ან თუნდაც სამხრეთ ევროპელი კადრულობს. ეს ცეკვა ცოტა განსხვავდება, მაგრამ იგივე მაიმუნობის ნაწილია, რომელსაც ანგარიშზე უბრალოდ გავლენა არა აქვს. მე პირადად თავდაჭერილი და დარბაისელი ხალხი მომწონს.
odala
06 დეკემბერი 2022 15:07
16
მართალი ხარ,ევროპელები ამას არ იკადრებენ!
odalas
09 დეკემბერი 2022 14:04
0
ნაბურჯგნა ღრუსოვ, ამას ნუ ეჩხუბები, ბოდალა ღრუსოვი შენი თანამოაზრე ღრუსეთუმეა. :)))))
რატი
06 დეკემბერი 2022 20:16
1
ყველა გამოხმაურება
აუ ეს რა საწყალია!
jino
06 დეკემბერი 2022 13:35
8
რა გინდათ ბრაზილიურ სამბას ცეკვავენ შალახოს ხომ არა.
საქმე გამოგლევიათ
06 დეკემბერი 2022 13:26
6
ყველაზე მართალია არ გაატანინო და არ იცეკვებენ! მეორე ვინ იცის იქნებ მწვრთნელს უთხრეს სამ გოლს თუ გავიტანეთ იცეკვებო და მაგანაც სიტყვა შეასრულა:) ნეტა საქართველოს ნაკრები იგებდეს მერვედფინალებს ესე მარტივად და ყოველ დღე დავლურს ვიცეკვებ:))
ბოკინიო
06 დეკემბერი 2022 12:35
4
რაღა ბრაზილია და რაღა ჩვენ: ადგილზე და უადგილოდ რომ ვცუნდრუკებთ, თან უღირსად
მანანა
06 დეკემბერი 2022 11:53
23
ქეინს რომ ლგბტ საათი უკეთია, ვინმე არაბი წაარტყამს.
გიორგი
06 დეკემბერი 2022 11:42
5
სჯობს იმას მიხედოთ ინგლისის ნაკრები მუხლებზე რომ ემხობა და კგბტ სამკლავურებს ატარებს.
გიორგი
06 დეკემბერი 2022 11:35
5

სიახლეები პოპულარული