მაროკომ ესპანეთს პორტუგალია ზედ მიაყოლა და ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკომ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც ისტორიაში ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირის მთავარი სენსაცია მაროკო ჩვეულად მეორე ნომრად თამაშობდა, რაც ეხერხება, თავს უნარიანად იცავდა და სწრაფ კონტრიერიშებს ახორციელებდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, ტემპი დაბალი, სანახაობა კი მოსაწყენი იყო. პირველი მომენტი მხოლოდ 30-ე წუთზე შეიქმნა და ისიც შემთხვევით, როდესაც ფელიქსის დარტყმული ბურთი აფრიკული გუნდის მცველ ელ იამიკს მოხვდა და რიკოშეტით კარს ოდნავ ასცდა. 42-ე წუთზე კარიდან პორტუგალიელთა მეკარე დიოგო კოშტა უხეიროდ გამოვიდა და ენ ნესირმა
მისი კარი თავურით დალაშქრა. ამას ევროპელთა იერიშები მოჰყვა და ბრუნო ფერნანდეშმა ბურთი ხარიხას გაარტყა. კომპენსირებულ დროში ის მოწინააღმდეგის საჯარიმოში წაიქცა და მსაჯს ამაოდ სთხოვდა პენალტის დანიშვნას.

შესვენების შემდეგ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი დოიგო კოშტამ არადამაჯერებლად მოიგერია, ხოლო დამატებაზე ელ იამიკმა გატანა ვერ შეძლო. ლუზიტანთა მწვრთნელი ფერნანდო სანტუში მიხვდა, რომ საქმე კარგად ვერ მიდიოდა, შეცვლაზე ჯერ რონალდო, შემდეგ კი ლეაო შეიყვანა. შეიყვანა და შეუტიეს: ბრუნომ ოდნავ ააცილა მიზანს, ცოტა ხანში მანვე კარგად გათამაშებული საჯარიმო ვერ დააგვირგვინა, მერე ფელიქსის დარტყმული ბურთი მეკარე ბონომ საოცარ ნახტომში მოიგერია, რონალდოსაც არ გაატანინა, 90+3-ე წუთზე მაროკოელთა ნახევარმცველმა ჩედირამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მისმა თანაგუნდელმა კონტრიერიშისას შანსი ვერ გამოიყენა, ბოლოს პეპემ თავით ვერ უწია მიზანს და რეგრაგის გუნდმა გაიმარჯვა.

მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე ატირებულმა რონალდომ მოედანი დატოვა.

ნახევარფინალში მაროკო ინგლისსა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დოჰა. "ტუმამა". 44 198 მაყურებელი
მაროკო - პორტუგალია 1:0
გოლი: ენ ნესირი (42)
გაძევება: ჩედირა (90+3)

მკითხველის კომენტარები / 23 /
გუშინწინაც დავწერე და ახლაც გავიმეორებ
ფინალი: საფრანგეთი - არგენტინა.
მსოფლიო ჩემპიონი --საფრანგეთი.
mamulo
11 დეკემბერი 2022 02:09
10
ყოჩაღ ჩვენ მომგებს ბრავო!
ოკ
11 დეკემბერი 2022 00:11
1
მაროკო ნახეთ რაა. როგორ ვავარჯიშეთ ტიპები 1/2 ფინალში არიან. წილი გვეკუთვნის მაროკოსგან
G.LA
10 დეკემბერი 2022 22:19
2
ინგლისშიც და განსაკუთრებით საფრანგეთში იმდენი აფრიკელი მუსლიმი თამაშობს კაცმა არ იცის მაროკოსთან ვის მხარეს იქნებიან)
ლევი
10 დეკემბერი 2022 22:14
3
ყოჩაღ მარკოს, იომა და მოიგო.
ზოგს გონია, რომ არგენტინა ფინალშია მაგრამ მე ხორვატია უფრო დაბალანსებული გუნდი მგონია. ვნახოთ რა რგორ. ხორვატია საფრანგეთის ფინალი თუ იქნა საფრანგეთი გახდება ჩემპიონი ინგლისს ხორვატია მოუგებს.
არგენტინა მესამეზე დავტვოთ)))
rable
10 დეკემბერი 2022 21:55
8
აფსუუს ხვიჩა და სხვა ძირითადები გვყოლოდა მაროკოსთან ! შეიძლება მოგვეგო ის თამაში და მერე სატრაბახო გვექნებოდა მსოფლიოს მედალოსან (შეიძლება ჩემპიონსაც) გუნდს მოვუგეთო !
zura222
10 დეკემბერი 2022 21:55
6
მისალოცად აქვს საქმე მაროკოს, ფაქტია მოუგო პორტუგალიას და მომენტებიც უფრო ჰქონდა. დიდი წვლილი ამაში წინა ბოსნიელ მწვრთნელს მიუძღვის - შესარჩევში თამაში არ წაუგიათ, 20:1 ჰქონდათ ბურთები. თუმცა მაროკო-ხორვატიას ფინალი დაცვითი ფეხბურთის დიდი გამარჯვება და სანახაობრივი ფეხბურთის კატასტროფა იქნება.
gogi
10 დეკემბერი 2022 21:49
1
მეგობარო არ ვიცი რას ეძახი სანახაობრივ ფეხბურთს, მაგრამ მარტო სოფიან ბუფალის ინდივიდუალური გარღვევებისთვის ღირს მაროკოს თამაშის ყურება. მბაპეს თუ არ ჩავთვლი, მე სხვა ნაკრებებში არ მინახავს ერთი ერთზე კაცის მოტყუება, უფერული და უსახური, ფიზიკურად კარგად მომზადებული და მწვრთნელის ტაქტიკურ სქემებში გამომწყვდეულ ფეხბურთელებს ვხედავ, ასე რომ მაროკოს სხვა თვალით შეხედე და არ მოგატყუოს აფრიკულმა კლიშემ.
თორელი
11 დეკემბერი 2022 13:46
0
ამაღამ ევროპის ბევრ ი დედაქალაქი დაირბევა და სრულიად მაროკო ხო გაგიჟდება ..ვულოცავ გულით ასევე ხორვატიასაც .
vova
10 დეკემბერი 2022 21:48
3
გსურთ საკუთარი ქვეყნის ნაკრების რეალური ძალის გაგება? ეთამაშეთ საქართველოს ნაკრებს და თუ დაამარცხებთ, მინიმუმ, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლას შეძლებთ. :))
ნეტავ, ჩვენ თუ ვეღირსებით ოდესმე ასეთ სიხარულს.
გივი
10 დეკემბერი 2022 21:47
2
ეგ ნებისმიერ შემთხვევაში ეგრე იქნება, მარა გამწარებული ინგლისელები გადაწვავენ, თუ გახარებულები ეგაა გასარკვევი.დდდდდ
თაზოს
10 დეკემბერი 2022 21:43
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული