ასეთ დასასრულს ვერ წარმოვიდგენდით... ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 10 დეკემბერს, კრიშტიანო რონალდოს პორტუგალია მაროკოსთან 0:1 დამარცხდა და მუნდიალს მეოთხედფინალში დაემშვიდობა. დიეგო სანტუშის გადაწყვეტილებით, რონალდო თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, ბევრიც ეცადა, მისი გამოსვლით მოედანზე მუხტიც ავარდა, თავგანწირვითაც იბრძოდა, თუმცა აფრიკული გუნდის მეკარე, ბონო გოლის გაშვებას არ აპირებდა...

თამაშის დასრულების შემდეგ ყველა კამერა რონალდოსკენ მიემართა... ბოლო მუნდიალი... ცრემლები... და კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი... იწერება საუდის არაბეთის გუნდზე თავისი მეგა ხელფასით... თუ ევროპა... იქნებ მოვიდა დრო კარიერის დასრულების... თუმცა ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ყველაზე მძიმეა სპორტსმენისთვის...

გასახდელისკენ მიმავალ კრიშტიანოს ფოტომ სოციალური
ქსელი მოიცვა, განურჩევლად იმისა, თუ ვის გულშემატკივრობ რაღაცნაირად სევდის მომცველი კადრები ადამიანის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს. უყურებ როგორ განიცდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხს... შემდეგ უკვე გებადება კითხვა, ვინ იცის, იქნებ გამოუცდელი გონსალო რამოსის ნაცვლად მსგავსი კალიბრისა და გუნდის წინააღმდეგ რონალდოს დაყენება სჯობდა...

ჯერ-ჯერობით არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრიშტიანო, თუმცა როგორც ჩანს, მისი დრო სრულდება... ყოველთვის მიზანდასახული და ბევრისთვის მისაბაძი სპორტსმენის კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშაა...

მაროკომ კი სასიამოვნოდ გაგვაკვირვა, პირველი აფრიკული გუნდიც გახდა, რომელიც ნახევარფინალში გავიდა, ფინალისთვის მათი მეტოქე საფრანგეთის უძლიერესი ნაკრები იქნება. მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
უი,ეს ის მაროკო არაა ვიღაც გენიოსი რომ წერდა,ამასთან როგორ წავაგეთ,მაროკოელებმა რაიხიანო ფეხბურთის თამაში?
ანტონი
12:51 18-12-2022
0
გულწრფელად შემეცოდა...
ვახო...
19:41 11-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული