"ფიფამ დაკარგა ფეხბურთის გაგება" - მსოფლიოს საფეხბურთო მმართველმა ორგანომ ზელენსკის მიმართვის ჩვენებაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
Sport.ua-ს ინფორმაციით, ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვის ჩვენებაზე უარი განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"კატარმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ინიციატივას, მაგრამ ფიფამ დაბლოკა ეს ინიციატივა და არ დაუშვებს პრეზიდენტის ვიდეო შეტყობინების ჩვენებას ფინალური მატჩის წინ. ფიფამ დაკარგა ფეხბურთის გაგება, როგორც თამაში, რომელიც აერთიანებს ხალხებს.

პრეზიდენტის მიმართვაში არაფერია პოლიტიკური, რაც სპორტულ ღონისძიებას პოლიტიკურ ელფერს ანიჭებს. კერძოდ, არ არის სუბიექტური შეფასებები, პოლიტიკური სიგნალები და მით უფრო ნაკლები ბრალდებები. ფიფას არ უნდა ეშინოდეს, რომ მშვიდობის
სიტყვები გაისმის მსოფლიო საფეხბურთო ზეიმზე, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვიდეოს დამოუკიდებლად გაავრცელებენ, თუ ფიფა მატჩის წინ მის ჩვენებაზე მაინც საბოლოოდ უარს იტყვის.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ეს ახალგაზრდა ბიჭი ცოცხალი ლეგენდაა, უშიშრათ ებრძვის მსოფლიოს უკანასკნელ ტირანს აბა ვინ გაბედავდა ტირანიასთან გაგბრძოლებას, ზოგიერთი ტრაკშიშველა პირდაპირ ტრაკით ჩააბარებდა სამშობლოს.სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი
Baduri
17:19 19-12-2022
7
კორუმპირებული ფიფა და მილიონერი ათლეტები კიდევ უფრო მეტ ულს აკეთებენ ამ ღარიბ ხალხზე.
ზელენსკის მიმართვას როგორ გაუშვებდენ? პუტინს ხომ უკვე ჩატანილი აქვს 'ჩემოდნებით'.
ჩვენც დაგვიკიდეს და რუსეთში ჩაატარეს ბანძი ჩემპიონატი და იქმდე ოლომპიადა.
ხლახი კიდე მაინც უყურებთ ამ რაღაცას და ამდიდრებთ მდიდრებს.
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული