უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისგან ჯერ შეთანხმების დადების შესახებ დოკუმენტის პროექტი არ მიუღია.
ადრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ადგილობრივ მედიას შემდეგი განუცხადა: "მოლაპარაკებათა პროცესის ფარგლებში უკრაინულ მხარეს დოკუმენტის მკაფიოდ ფორმულირებული პროექტი გადავეცით. ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი რეაქციას ელის".
მიუხედავად ამისა, ზელენსკიმ მისთვის დოკუმენტის გადაცემა უარყო: "ამის შესახებ არ გამიგია და ნამდვილად არ მინახავს. დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის არაფერი არ გადმოუციათ.
ბურთი ჩვენს მხარესაა? მე ადრე, მშვიდობიან დროს, ცუდად არ ვთამაშობდი ფეხბურთს. იქ ასეთი წესია - საჭიროა
ორი გუნდი და ბურთი. აქ კი ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ის (პესკოვი) თავის თავს ეთამაშება. ჩვენ აუცილებლად ვაჩვენებთ, როგორ ვურტყამთ კარში, როგორც კი ბურთს ჩვენ მოგვცემენ".