ამჯერად საჩემპიონო აღლუმზე - მარტინესმა მბაპეს კიდევ ერთხელ დასცინა [PHOTO]

AutoSharing Option
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ჩემპიონობის აღნიშვნას აგრძელებს. მოთამაშეებმა ქალაქში თასთან ერთად ავტობუსით გაისეირნეს.

სოციალურ ქსელში "ალბისელესტეს" მეკარის, ემილიანო მარტინესის ფოტო ვირუსულად გავრცელდა. ემილიანო ხელში კილიან მბაპეს გამოსახულებიანი თოჯინით გამოჩნდა.

Sportall.Ge

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ასტონ ვილას" კარის დარაჯმა ფრანგ ვარსკვლავს დასცინა. მუნდიალის ფინალის შემდეგ მარტინესმა გასახდელში მბაპეს მისამართით იხუმრა, თანაგუნდელებს გამარჯვების აღნიშვნა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ 23 წლის ფეხბურთელისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ...

მკითხველის კომენტარები / 50 /
კაი რა,შე კაცო,გაიხარე,იზეიმე,იხალისე,მაგრამ ბოღმა გულიდან ამოიგდე,ზედმეტია ეგ უკვე,შეიგნე!
კოლხიდელი
21 დეკემბერი 2022 00:32
3
რატო დაცინის ყველა კუთხეში რო გაუტანა ?
Geo
21 დეკემბერი 2022 02:58
3
დიდი გამოქლიავებულია ეს მარტინესი. კაცმა რამდენიც დაურტყა იმდენი გაუტანა და კიდევ მბაპეა დასაცინი?
ჟორა გაბრიჭიძე
21 დეკემბერი 2022 00:20
4
პატარა კაცუნა!!
ბექა
21 დეკემბერი 2022 00:20
3
იცი რა არ მესმის, დავიჯერო მესის მოსწონს ამის ქცევა? იმდენი ავტორიტეტი არ უნდა გქონდეს რომ შენიშვნა მისცე რომ თავის თანაგუნდელზე ამგვარი რაღაცეებისგან თავი შეიკავოს, მაგრამ ეტყობა ეს არგენტინელები მაგარი კვერცხები არიან, არც შეგნება აქვთ და რც ვაჟკაცობა, სიმეონეა მოწინააღმდეგე მწვრთნელს ხელს არ ართმევს,აგუერო იყო რაღაც უხამსობა თქვა კამავინგაზე, ეს არის და ქაჯივით იქცევა
მამუკა
21 დეკემბერი 2022 01:01
4
ეგენი საერთო ასეთი ქაჯი ხალხია. მარადონა უდიდესი იყო, მაგრამ შარვალჩახდილი ცეკვავდა და ფანებს შუა თითებს აჩვენებდა. მესიმაც მაგრად იქაჯა ამ ჩემპიონატზე - 70 წლის ვან გაალს საქმეების გარჩევა დაუწყო. მოკლედ ვეთანხმები აზრს, რომ დამსახურებული ჩემპიონები არიან, მაგრამ ძალიან უზნეოები
))))
21 დეკემბერი 2022 08:12
0
სპორტსმენს, რომელიც ასეთი უმძიმესი მატჩის გამარჯვებულია და რომელმაც, ფაქტიურად, საკუთარი გუნდი იხსნა მარცხისაგან და ჩემპიონობა გაუნაღდა, ძნელია ემოციებისგან თავის შეკავება, თუმცა მაინც მართებდა ამის გაკეთება...

აქვე კითხვა მიჩნდება - იგივეს ფიქრობთ ქალაქის მერ კახი კალაძეზე, რომელმაც მთაწმინდიდან გამოქანება და ზედ დასკდომა შესთავაზა თავისივე თანამემამულეებს?

პ.ს. ბოდიშს გიხდით თუ ასეთი კონტრკითხვით ვინმე გაგაღიზიანეთ :)
თამაზი
21 დეკემბერი 2022 02:02
39
გამოჩნდა თამაზა თავისი იდეინნი კომენტარებით, სად კალაძე და სად მბაპე,რა შუაშია საერთოდ. ვახ რამდენი მზე ანათებს საქართველოში
საქართველო
21 დეკემბერი 2022 05:34
8
რადგან გვეკითხები მაშინ გიპასუხებ - დიახ კახა კალაძეს სრულად ვემხრობი, როდესაც ნაცების პოლიტიკურ ისტებლიშმენტს გამოქანება შესთავაზა!!
ბეზ ბაზარა
21 დეკემბერი 2022 08:24
12
ადამიანს უნდა შეეძლოს როგორც მარცხის, ასევე გამარჯვების ღირსეულად მიღება.
ლადო
21 დეკემბერი 2022 10:11
2
ახლა ამის გამო აგუეროს იმ სამაცხვინო სიტყვების... ეს მარტინესი ხომ საეთოდ ვინ ყოფილან სამარცხვინოები, მთელი არგენტინის ნაკრები და თვით მესიც გაუფასურდა თანაგუნდელია მბაპე სხვა თუ არაფერი და აზრზე რომ მოიყვანოს და პატივისცემა გამოხატოს გამოაცატინოს არაა...გვერძე უდგას და ვითომც არაფერი აღლიცინებინებს ამ კაცმაცუნას...მესი ეს არ გეკადრება შეენ აზრზე მოიყვანე თუმცა როგორც ჩანს კადრულობ...ესენი ვინ ყოფილანი მაგის გამო დაისჯებით როგორც სიმეონე დაისაჯა უარესად... სამარცხვინოები ხართ...უნახავებმა რა ნახესო ამათზეა ნათქვამი...
აკაკი
21 დეკემბერი 2022 01:50
12
ტიპი აღზრდით და მენტალურად მდაბიოა და არ შეუძლია სხვანაირად მოქცევა.
ვირი გინდა ღობის შიგნით დააბი, გინდა გარეთ.
გივი
21 დეკემბერი 2022 00:51
4
გულის ამრევი გუნდი ხართ:))
პაპუასებს
21 დეკემბერი 2022 01:05
5
მართალი ხარ!როგორც თამაშით, ისე ადამიანობით. ასეთი უღირსი ჩემპიონი არ ჰყოლია მუნდიალს! ავსტრალიას და ხორვატიას მოუგეს თავი ბრაზილიელები ჰგონიათ)
დავით 67
21 დეკემბერი 2022 03:35
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული