"ევროპის ჩემპიონატზე თამაში უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე" - კილიან მბაპე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა კილიან მბაპემ ერთმანეთს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები შეადარა. საფრანგეთის ნაკრების შემტევის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა უფრო რთულია.

"ევროპის ჩემპიონატზე თამაში უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემი აზრით, მოახლოებულ ტურნირზე ჯგუფურ ეტაპზე თამაშიც კი ძალიან რთულია.

ევროპის ჩემპიონატი ბოლოს 24 წლის წინ მოვიგეთ, რაც ძალიან დიდი დროა.

რა თქმა უნდა, ტურნირის ტრიუმფით დასრულებას შევეცდებით", - განაცხადა მბაპემ RMC Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, მბაპე "რეალს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კილიანმა "სამეფო კლუბთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით სეზონში 15
მილიონ ევროს მიიღებს.

altუკვე ოფიციალურად - მბაპე "რეალის" ფეხბურთელია!

alt"პსჟ-ში მბაპეს სრულფასოვნად შეცვლიდა" - სოსო პავლიაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 3 /
აქვს მაგის თქმის საფუძველი
10000%
23:13 05-06-2024
0
აა იცის მერვედფინალში საქართველოზე გადის და თავს იზღვევს.DDDDDDDDDD
ეეე
13:40 05-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული