"ნიცამ" უესლი სნეიდერის ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
ფრანგულმა "ნიცამ" უესლი სნეიდერის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ჰოლანდიელ ფეხბურთელს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა რჩება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ მან "გალათასარაისთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

33 წლის ნახევარმცველი თურქულ გრანდში 2013 წლიდან თამაშობდა. მან იქ ორჯერ მოიგო ჩემპიონატი, 3-3-ჯერ კი - თასი და სუპერთასი. ბოლო სეზონში სნეიდერმა 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მას "აიაქსში", "რეალსა" და "ინტერში" უთამაშია, ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებულ 131 მატჩში კი 31 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული