კაფუ ნეიმარის კრიტიკოსებს: თქვენ როგორ მოიქცეოდით?

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი კაფუ მისი თანამემამულის, ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაზე საუბრობს.

"ყველაფერი, რაც ნეიმარის ცხოვრებაში მოხდა, ნორმალურია. მან ეს ყველაფერი დაიმსახურა.

მის ადგილზე, პსჟ-ში მეც გადავიდოდი, რადგან ეს არის რეალური შანსი, გახდე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.

პსჟ-ს კუმირი და ვარსკვლავი სჭირდებოდა, ნეიმარი კი ნამდვილი კუმირი და ვარსკვლავია. პარიზელებს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგიათ, ნეიმართან ერთად კი მათ შანსი უჩნდებათ. ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ყველაფერს შეცვლის.

ხალხი ამბობს, რომ ნეიმარი გამყიდველია, რომელიც ფულს დახარბდა. დაააყენეთ საკუთარი თავი მის ადგილზე. თქვენ ამ
ტრანსფერზე უარს იტყოდით? რა თქმა უნდა, არა!" - ციტირებს კაფუს სიტყვებს Goal.com.

- პსჟ-ის პრეზიდენტი: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი შევიძინეთ

- ნეიმარი: "ბარსელონა" ფულის გამო არ დამიტოვებია

- ნეიმარის მიმართვა გულშემატკივრებს: "ბარსა" და კატალონია ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება
ტეგები: