ტრავმირებულმა ნეიმარმა პოკერის ტურნირზე ფული მოიგო

AutoSharing Option
Poker News-ის ინფორმაციით, "ალ ჰილალის" ვარსკვლავმა ნეიმარმა ონლაინპოკერის ტურნირში იასპარეზა, რომლის საწევროც 5200$ გახლდათ.

ბრაზილიელმა მეორე ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც მისი ანგარიში 66 000$-ით შეივსო.

პირველი პოზიცია ლიეტუველმა დომინიკას მიკოლატისმა ირგუნა და 92 000$-იც დაისაკუთრა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა ურუგვაისა და ბრაზილიის ნაკრებების დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც 6 თვე მოუწევს უქმოობა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
თავში ავარდნილი ხეპრე ბიჭია იმენა, ბარსადან წასვლის მერე ფულის კეთების მეტი უკეთებია!!! ან საერთოდ რატო უნდა გინდოდეს გუნდში ესეთი არასერიოზული კაცი!!! ამის კარეირა მორჩა კაი ხანია!
მურთო
19:51 25-10-2023
6
ნეიმარ! ეგ გართობები არის, რო "გაგდებინებს რეჟიმიდან" და იღებ და იღებ უკვე ქრონიკულად ტრავმებს, სადამდე?!
გია
17:59 25-10-2023
0

სიახლეები პოპულარული