კვირას "პარი სენ-ჟერმენმა" საშინაო შეხვედრაში 6:2 მოუგო "ბორდოს". როგორც ირკვევა, დილის 4 საათზე სამართალდამცველებმა "პარკ დე პრენსის" ტერიტორიაზე ხელნაკეთი ბომბი აღმოაჩინეს.
ეს იყო ოთხი გაზის ავზი, საკმაოდ რთული მოწყობილობა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა პროფესიონალის ხელი. პოლიციამ საქმე გახსნა. დაპატიმრებულია 5 ეჭვმიტანილი, მათ შორის ერთი - ადრე უკვე იყო შემჩნეული ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"