კილიან მბაპე საუკეთესო ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
კილიან მბაპე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელად დაასახელეს. პსჟ-ის ფორვარდმა "მანჩესტერ იუნაიტედის'' შემტევ ანტონი მარსიალსა და ''მარსელის'' ფეხბურთელ მაქსიმ ლოპესს აჯობა.

გამოკითხვას ყოველწლიურად ფრანგული ტელეკომპანია TF1 ატარებს. 

ჯილდოს მიღების შემდეგ მბაპემ კომენტარი გააკეთა.

''კიდევ ერთი ჯილდო ზედმეტი არასდროსაა. ყოველთვის სასიამოვნო და დიდებულია, როდესაც რაიმეთი გამოგარჩევენ.

ვფიქრობ, რომ ''მონაკოსთან'' ერთად მოპოვებული საფრანგეთის ჩემპიონობა და პსჟ-ში გადასვლა - ეს ორი ის ფაქტორია, რის გამოც ეს პრიზი გადმომცეს'', - განაცხადა მბაპემ.

მომზადებულია bleacherreport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მბაპე მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო თავდამსხმელია მალე კი საუკეთესო გახდება და დარწმუნებული ვარ რომ ოქრბურთს და ბუცს ბევრს დააგროვებს
Totti
12:35 18-12-2017
0

სიახლეები პოპულარული