ლიგა 1. XXX ტურის წინ: რივიერასა და ველოდრომზე

AutoSharing Option
ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ პსჟ მეშვიდედ გახდება საფრანგეთის ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით "ლიონს" გაუთანაბრდება. "სენტ ეტიენამდე" კი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი ათჯერ გახდა, ჯერ ადრეა...

ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე უნაი ემერის გუნდმა უკვე გაინაღდა ევროპალიგის საგზური, რომელიც მას, რა თქმა უნდა, არაფერში სჭირდება. სხვათა შორის, პსჟ-მა ერთი თამაშით მეტი ჩაატარა, რადგან 31-ე ტურის შეხვედრა "ანჟერთან" შუა კვირაში ნაადრევად ჩაატარა და კილიან მბაპეს დუბლის წყალობით 2:1 მოიგო.

ასე რომ, პარიზულმა კლუბმა ჩემპიონატში "პარკ დე პრენსზე" 16-ვე თამაში მოიგო ამ სეზონში.

"სენტ
ეტიენის" რეკორდამდე (19 მოგება შინ 1974/75 წლების სეზონში) ბევრიც არაფერი რჩება.

ლიდერს საკმაოდ მძიმე მატჩი ელის მარიო ბალოტელის "ნიცასთან" სტუმრად. "ალიანზ რივიერაზე" პსჟ-ს ყოველთვის უჭირს. იტალიელი ფორვარდი აცხადებს, რომ მისი ბოლოდროინდელი კარგი თამაში იმდენად არ უკავშირდება თავად ფეხბურთს, რამდენადაც შინ შექმნილ კომფორტსა და კარგ სიტუაციას.

"საიდუმლო სახლში პარტნიორ კლელიასთან ბედნიერად ვცხოვრობ", - ამბობს ბალოტელი, რომელიც იტალიის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს.

ტურის მშვენება მატჩია "ველოდრომზე", სადაც მე-3 ადგილზე მყოფი "მარსელი" მე-4-ზე მყოფ "ლიონს" მასპინძლობს. "ლიონს" ლამის ბოლო შანსი აქვს, იბრძოლოს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, რომელსაც ახლა უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

ამათი დაპირისპირება პირველ წრეში "ლიონმა" მარიანო დიასისა და ნაბილ ფეკირის გოლების წყალობით მოიგო.

ფაქტები
  • "მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 25 საშინაო მატჩიდან 22 მოიგო.
  • "ტრუამ" წააგო ბოლო 10 საგარეო მატჩი ლიგა 1-ში.
  • ბოლო 9 ტურია, რაც "მონაკოს" თამაშში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გააქვს.
  • "მონაკომ" "ლილს" ბოლო 4 მატჩში რვავე ტაიმი მოუგო.
  • პსჟ-მა ბოლო 14 ტურში 11 მატჩში შეძლო ორივე ტაიმის მოგება.
  • პსჟ-ის მოგებათა სერია ლიგა 1-ში ამჟამად 8-ტურიანია.
  • პსჟ-მა "ნიცას" სტუმრად ბოლოს 2015 წლის დეკემბერში მოუგო.
  • ბოლო 24 ტურიდან 22-ში "მარსელს" არ წაუგია.
  • "მარსელმა" "ლიონს" ძირითად დროში ბოლოს 2014 წლის მაისში მოუგო - 4:2.

ლიგა 1. XXX ტური
პარასკევი, 16 მარტი
მონაკო-ლილი 23:45

შაბათი, 17 მარტი
ბორდო-რენი 20:00
ამიენი-ტრუა 23:00
ანჟერი-კაენი 23:00
მონპელიე-დიჟონი 23:00
ტულუზი-სტრასბური 23:00

კვირა, 18 მარტი
ნიცა-პსჟ 16:00
მეცი-ნანტი 18:00
სტ. ეტიენი-გენგამი 20:00
მარსელი-ლიონი 23:59

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული